„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024432
40
23/02/2024
ვებგვერდი, 23/02/2024
470000000.10.003.024432
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში  მდებარე პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რომელშიც:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 22 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე