ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016683
91
28/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
010250020.35.123.016683
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №91

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა №1 დანართის შესაბამისად.

(დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური №2 დანართის შესაბამისად.

(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 თებერვლის №60 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.02.2023, №010250020.35.123.016652).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია



დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონების საზღვრების აღწერა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის განაშენიანების ტერიტორია იყოფა სამ ზონად:

პირველი ზონა (ცენტრალური)

მეორე ზონა (შუალედური)

მესამე ზონა (პერიფერიული)

1. პირველი ზონა (ცენტრალური)

პირველი (ცენტრალური) ზონის სამხრეთი საზღვარი იწყება გრიგოლ ხანძთელის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან. ზონის საზღვარი, საწყისი წერტილიდან აღმოსავლეთით, გასდევს დავით აღმაშენებლის გამზირს ბალახვნის ხიდის გავლით, წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ საზღვარი გრძელდება წერეთლის ქუჩიდან დავით მანდარიას ქუჩამდე (ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი), მანდარიას ქუჩის საზღვარი გადის რკინიგზის სადგური პირველის მოედანზე. მოედნის შემოვლით, აღმოსავლეთით, გასდევს პლატფორმას, ამავე კიბეებისა და ლიანდაგების გასწვრივ, ჩრდილოეთით, უერთდება სოლომონ პირველის ქუჩას, იგივე მიმართულებით, რკინიგზის საავადმყოფოს ჩათვლით, საზღვარი გრძელდება პაოლო იაშვილის ქუჩამდე, შემდეგ უერთდება ნაზარიშვილის ქუჩას, გასდევს თბილისის ქუჩას, აღმოსავლეთის მიმართულებით დავით ჩირაძის ქუჩამდე, დავით ჩირაძის ქუჩის გავლით კვეთს მერაბ კოსტავას ქუჩას და უერთდება ბურჯანაძის ქუჩას, რომლის გავლით უერთდება გელათის ქუჩას ნიზამი განჯელის, 26 მაისისა და ბურჯანაძის ქუჩების სატრანსპორტო კვანძთან. გელათის ქუჩით გადადის კიბულას ქუჩაზე, გარს უვლის მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიას და კიბულას ქუჩის პირველი შესახვევით დასავლეთის მიმართულებით გადადის მწვანეყვავილას ქუჩის დასაწყისამდე და ამ წერტილიდან ჩრდილო მიმართულებით, მდინარე რიონის გადაკვეთით სწორხაზოვნად უერთდება ლესელიძის ქუჩას, ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრის გავლით, ლესელიძის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძისა და დავით და კონსტანტინეს ქუჩებს პეტრე იბერის ქუჩამდე. პეტრე იბერის ქუჩით უკავშირდება ქეთევან წამებულის ქუჩას, შემდეგ საზღვარი გადის ქეთევან წამებულის ქუჩაზე და უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩის მეორე შესახვევს და მისი გავლით კვეთს ჩანჩიბაძის ქუჩას, გადაკვეთის წერტილიდან სამხრეთის მიმართულებით, ამავე ქუჩის გავლით უერთდება ყაზბეგის ქუჩას, ყაზბეგის ქუჩით გადადის ცაცხვების ქუჩაზე და მოკლე მონაკვეთის გავლით, უერთდება დები იშხნელების ქუჩას, კვეთს ვაჟა-ფშაველას ქუჩას, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოკლე მონაკვეთს და სამხრეთის მიმართულებით უერთდება სხირტლაძის ქუჩას, სხირტლაძის ქუჩის გავლით კვეთს რუსთაველის გამზირს და გრიშაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის შემაერთებელი გზით უერთდება ნოდარ დუმბაძისა და გრიშაშვილის ქუჩების შემაერთებელ სატრანსპორტო კვანძს. აღმოსავლეთის მიმართულებით მიჰყვება გრიშაშვილის ქუჩას გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე, შემდეგ საზღვარი გასდევს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. სარაჯიშვილის ქუჩით გადადის გაგარინის ქუჩაზე, შემდეგ ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით სამხრეთით და შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით გაივლის ჭიათურის ქუჩას და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გადაკვეთის წერტილიდან ამავე ქუჩის გავლით, სამხრეთის მიმართულებით უერთდება დავით აღმაშენებლის გამზირს საწყის წერტილში.

შენიშვნა:

1. პირველი (ცენტრალური) ზონის საზღვრად მიჩნეული ქუჩების ორივე მხარის განაშენიანება შედის პირველი (ცენტრალური) ზონის საზღვრებში.

2. პირველ (ცენტრალური) ზონაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სასაზღვრო ზოლად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მონაკვეთზე გამავალი გამზირის ღერძულა ხაზი.

2. მეორე (შუალედური) ზონა

მეორე (შუალედური) ზონის საზღვრის საწყის წერტილად აღებულია ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდი, აქედან, საზღვარი ჩრდილო-დასავლე­თით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო-ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩით, მიემართება ჭონქაძის ქუჩამდე. ჭონქაძის ქუჩას გასდევს ვასილ ბარნოვის ქუჩამდე, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვასილ ბარნოვის ქუჩით, უერთდება იოანე პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის) ქუჩას, იოანე პეტრიწის ქუჩის მეოთხე შესახვევამდე, ამავე შესახვევით უერთდება ვაჟა-ფშაველას ქუჩას და აღმოსავლეთის მიმართულებით, გრძელდება დები იშხნელების ქუჩამდე, რომლის მცირე მონაკვეთის გავლით უერთდება ცაცხვების ქუჩას. ცაცხვების ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გასდევს ანტონ კათალიკოსის ქუჩას, შემდეგ უერთდება ჩანჩიბაძის ქუჩას, მცირე მონაკვეთის გავლით, გადადის მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩაზე, მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩით უერთდება დავით და კონსტანტინეს ქუჩას, რუას ქუჩის მონაკვეთის გავლით უერთდება ბოტანიკური ბაღის საზღვარს, გაივლის ლესელიძის ქუჩის პირველ ჩიხს და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასდევს ლესელიძის ქუჩას ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევამდე. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევის გავლით კვეთს მდინარე რიონს და მწვანეყვავილას ქუჩით უერთდება კიბულას ქუჩას, აქედან გადადის გელათის ქუჩაზე, შემდეგ გელათის ქუჩის მეექვსე შესახვევით კვეთს დავით კლდიაშვილის ქუჩას და ამავე ქუჩით ეშვება საფიჩხიის მოედანზე. საფიჩხიის მოედნიდან გაივლის წმინდა სამებას ქუჩის მცირე მონაკვეთს და უერთდება ევდოშვილის ქუჩას გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიგოლ აბაშიძის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლის შემდეგ, სამხრეთის მიმართულებით უერთდება ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩას და ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევით გადადის ლეონიძის ქუჩაზე, გაივლის მცირე მონაკვეთს და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთის წერტილიდან ამავე გამზირით უერთდება ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ საზღვარი უკავშირდება ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევს, ამავე შესახვევის გავლით, კვეთს ნიკეას ქუჩას და ლომოურისა და ოცხელის ქუჩებით გასდევს სადერივაციო არხის ნაპირს, კვეთს თაბუკაშვილის ქუჩას და „ბროწეულა-ქუთაისის“ რკინიგზის ხაზით უკავშირდება საწყის წერტილს. ამასთანავე, მეორე ზონის საზღვარში მოქცეულია ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით.

3. მესამე ზონა (პერიფერიული)

ა. პირველი ქვეზონა

ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი-რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე (№2 – №6), ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე (№23; №16 – №104), ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე (№29 – №43; №46 – №68), ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე (ავტომშენებლის ქუჩა №88).

ბ. მეორე ქვეზონა

თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე (№67 – №223; №6 – №92), კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე (№37 – №217; №14 – №176), გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა-ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე (№1 – №15/35; №12 – №22), ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა.

გ. მესამე ქვეზონა

გორკის ქუჩა, გაბაშვილის (ყოფილი ასლანიკაშვილის ქუჩის შესახვევი) ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე (№41 – №115; №102 – №206), იოანე პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის) ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე (№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე), ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე (№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე), მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე-მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა (№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე), ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე), ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე (№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე), წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე (№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე), პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე (№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე), ახალგაზრდობის გამზირის II შესახვევი, გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე (№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე), დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე (№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე), ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№101 – №209; №82 – №198), წმინდა სამებას (ყოფილი მოგილევსკის) ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№11 – №59; №8 – №46), ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამებას ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№80 – №120), სოლომონ II-ს (ყოფილი ურიცკის, ყოფილი ჩხობაძის) ქუჩა, მწვანეყვავილას (ყოფილი შაუმიანის) ქუჩა კიბულას ქუჩიდან (რიონჰესის კაშხალიდან) ბოლომდე (№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე), ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი პრავდის) ქუჩა, გურამ გაბესკირიას ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის (ყოფილი ტოლბუხინის) ქუჩა, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, გიორგი ცაბაძის ქუჩა, თენგიზ აბულაძის ქუჩა, და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ქუჩა, ცოტნე დადიანის (ყოფილი კამოს) ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ თვალჭრელიძის (ცახელის) (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის) ქუჩა, ვახტანგ ხარებავას (ყოფილი სამხრეთ დასახლების) ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის (ყოფილი ლუქსემბურგის) ქუჩა N53-დან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას (ყოფილი რუსთავის) ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან-საბას (ყოფილი მშენებლის ქუჩა) გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის III შესახვევი) ქუჩა, ვარლამ ჯიქიას (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის XI შესახვევი) ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის პირდაპირ №23 – №59; №106 – №108), ახალგაზრდობის გამზირი (IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები), რკინიგზის სადგურ „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის (ყოფილი ტურგენევის) ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა-ინტერნატის დასახლება, რეზო ჭეიშვილის ქუჩა, ნიკეას ქუჩა (გარდა ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით), მესამე ზონაში დასახელებული ქუჩების შესახვევები და ჩიხები, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.


დანართი № 2

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებ მოქცეული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური

ზონებისა და ქვეზონების ჩამონათვალი, საზღვრების აღწერა

საწყისი საპრივატიზებო საფასური 1 კვ.მ.-ზე (ლარი)

პირველი ზონა (ცენტრალური)

ა. პირველი ქვეზონა

ქუჩები მთლიანად: დავით აღმაშენებლის მოედანი, ფალიაშვილის ქუჩა I შესახვევით, ლილი ნუცუბიძის ქუჩა (ყოფილი ფალიაშვილის ქუჩის III შესახვევი), კოლუმბია-მისურის ქუჩა (ყოფილი ფალიაშვილის ქუჩის V შესახვევი), პუშკინის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩის ნაწილი), ცისფერყანწელთა ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, ნიუპორტის ქუჩა, ლერმონტოვის მოედანი, ლერმონტოვის ქუჩა, ბროსეს ქუჩა, ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩა.

ქუჩები ნაწილობრივ: გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის გამზირი (რუსთაველის მოედნით) სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგური I-ის მოედნამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთამდე, დავით და კონსტანტინეს ქუჩა რესტორან „თეთრი ქვების“ (ყოფილი რესტორანი „ხვამლი“) ჩათვლით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩის გადაკვეთამდე.

260

ბ. მეორე ქვეზონა

ქუჩები მთლიანად: ბორის გაპონოვის ქუჩა (ყოფილი შაუმიანის ქუჩის საწყისი ნაწილი), მწვანეყვავილას (ყოფილი შაუმიანის ქუჩის ზედა ნაწილი) ქუჩა კიბულას ქუჩის I შესახვევამდე, იერუსალიმის ქუჩა, ნიზამის (ყოფილი აზერბაიჯანის) ქუჩა, ტიციან ტაბიძის ქუჩა, რკინიგზის სადგური I-ის მოედანი, შანიძის აღმართი, პაოლო იაშვილის ქუჩა, ჯუმბერ რუსაძის ქუჩა, ხახანაშვილის ქუჩა, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა, უზნაძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა და სიმონ ყაუხჩიშვილის ქუჩა (ყოფილი სტურუას ქუჩა).

ქუჩები ნაწილობრივ: დავით და კონსტანტინეს ქუჩა ყოფილი რესტორანი „თეთრი ქვებიდან“ (ყოფილი რესტორანი „ხვამლი“) ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრამდე, გელათის ქუჩა ნიუპორტის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩის გადაკვეთამდე, წითელი ჯვრის მოედანი, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩის საზღვრამდე, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ჩეჩელაშვილის ქუჩა მდინარე რიონიდან გაგარინის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან დავით მანდარიას ქუჩამდე (ყოფილი წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევი), დავით მანდარიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთამდე.

230

გ. მესამე ქვეზონა

ლ.საღარაძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩის IV ჩიხი), ლუკა ასათიანის ქუჩა (ყოფილი სადგურის ქუჩა), გაგარინის ქუჩა, ჭიათურის ქუჩა, აული გალაევი-ნიჟარაძის ქუჩა (ყოფილი სტურუას ქუჩის II შესახვევი), გრიგოლ ხანძთელის ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთამდე, მიხეილ ქორქიას ქუჩა (ყოფილი თამარ მეფის ქუჩის I ჩიხი), მალხაზ დვალიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩა, კოლია ქვარიანის ქუჩა (ყოფილი ნიზამის ქუჩის III შესახვევი), ზურაბ საკანდელიძის ქუჩა (ყოფილი თამარ მეფის ქუჩის II ჩიხი), ლომონოსოვის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოთარ მამფორიას ქუჩა (ყოფილი კოსტავას ქუჩის I შესახვევი), დავით ჩირაძის ქუჩა (ყოფილი თბილისის ქუჩის I შესახვევი), გელათის ქუჩა 26 მაისის ქუჩის გადაკვეთიდან კიბულას ქუჩამდე, კიბულას ქუჩა კიბულას ქუჩის I შესახვევამდე (მწვანეყვავილას პანთეონამდე), კიბულას ქუჩის I შესახვევი, აკაკი ვასაძის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, ქეთევან წამებულის (ყოფილი ვოიკოვის) ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევი, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევამდე, ყაზბეგის ქუჩა, გია ჭანტურიას ქუჩა, ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის ბოლოდან ყაზბეგის ქუჩამდე, დები იშხნელების (ყოფილი ვაჟა-ფშაველას ქუჩის II შესახვევი) ქუჩა, სხირტლაძის ქუჩა, ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩა, პირველი ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და პირველ ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.

210

მეორე ზონა (შუალედური)

ა. პირველი ქვეზონა

ტერიტორია, რომელიც მოქცეულია შემდეგ საზღვრებში: საზღვარი იწყება ზვიად გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთის სატრანსპორტო კვანძთან არსებული გზაგამტარი ხიდიდან, ჩრდილო-დასავლეთით 9 აპრილის ქუჩის გავლით მიემართება ირაკლი აბაშიძის გამზირამდე, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით მიუყვება ირაკლი აბაშიძის გამზირს ბოლომდე. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდიდან საზღვარი ჩრდილოეთით მიუყვება რკინიგზას, ჩრდილოეთით კვეთს შერვაშიძის ქუჩას №53 ნაკვეთის დასავლეთით და ისევ ჩრდილოეთით შერვაშიძის ქუჩის გავლით უერთდება წყალტუბო – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, შემდეგ საზღვარი გასდევს წყალტუბო – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვარს, აღმოსავლეთის მიმართულებით და სათაფლიის გადასახვევიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის გავლით უერთდება ჯავახიშვილის ქუჩას. ჯავახიშვილის ქუჩიდან ბუხაიძის ქუჩის გავლით უერთდება ირაკლი აბაშიძის გამზირს, ირაკლი აბაშიძის გამზირიდან დასავლეთით შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე, შარტავას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირამდე და ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით სრულდება გზაგამტარ ხიდთან. ასევე, რუსთაველის გამზირი სხირტლაძის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის გავლით გზაგამტარ ხიდამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის განაშენიანების ზოლი მდინარე რიონამდე, ნოდარ დუმბაძის ქუჩა გრიშაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირამდე, დავით აღმაშენებლის გამზირი გრიგოლ ხანძთელის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, გრიშაშვილის ქუჩა ნოდარ დუმბაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე, ცენტრალური სტადიონი მიმდებარე ქუჩებით (აკ.ხორავას ქუჩა, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი), კუპრაძის ქუჩა სოლომონ პირველის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩამდე, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ლეონიძის ქუჩა გრიგოლ აბაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან ახალგაზრდობის პროსპექტამდე, 26 მაისის ქუჩა საფიჩხიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, თბილისის ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან საფიჩხიის მოედნამდე.

190

ბ. მეორე ქვეზონა

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, ლადო ასათიანის ქუჩა, ნიკეას ქუჩა ჭავჭავაძის გამზირიდან ლომოურის ქუჩამდე, ბარათაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩა გაგარინის ქუჩამდე, გამსახურდიას ქუჩის დასაწყისი ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, ოცხელის ქუჩა თაბუკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩის გადაკვეთამდე, გუგუნავას ქუჩის დასაწყისი რკინიგზამდე, ჯავახიშვილის ქუჩა ქუთაისი – წყალტუბოს სატრანსპორტო კვანძის გადაკვეთამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა დავით ჩირაძის ქუჩიდან 26 მაისისა და თბილისის ქუჩების გადაკვეთამდე, სოლომონ პირველის ქუჩა პაოლო იაშვილის ქუჩიდან თბილისის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა დავით მანდარიას ქუჩიდან ახალგაზრდობის გამზირამდე. ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით.

160

გ. მესამე ქვეზონა

კოტე ხიმშიაშვილის (ყოფილი ვიქტორ კუპრაძის ქუჩის VIII შესახვევი) ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის I შესახვევი, ანტონ კათალიკოსის (ყოფილი ცაცხვების ქუჩის III შესახვევი) ქუჩა, მამუკა ასლანიკაშვილის (ყოფილი ჩელუსკინელების) ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ბერი თევდორეს (ყოფილი კომუნარების) ქუჩა, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა, გველესიანის (ყოფილი მარდალეიშვილის) ქუჩა, გამარჯვების (ყოფილი ლენინაკანის) ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა (№57-დან ბოლომდე; №32-დან ბოლომდე), დია ჩიანელის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა სხირტლაძის ქუჩის გადაკვეთიდან იოანე პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის) ქუჩის IV შესახვევამდე (№13 – №39; №38 – №100), ზუგდიდის ქუჩა, სულიკო თორთლაძის ქუჩა (ყოფილი რუსთაველის გამზირის V შესახვევი), იოანე პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის) ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევამდე (№1 – №53; №2 – №34), იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევი (ყოფილი ბუაჩიძის ქუჩის II შესახვევი), კიკვიძის ქუჩა, ნიკო კეცხოველის ქუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ბოტანიკური ბაღისა და 26-ე საჯარო სკოლის საზღვრიდან ლესელიძის ქუჩის II შესახვევამდე (№3 – №49; №4 – №32), რუას ქუჩის დასაწყისი (№1 – №5), ლესელიძის ქუჩის I ჩიხი, ჭიჭიკო იოსელიანის (ყოფილი ფრუნზეს) ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე (№7 – №21; №12 – №34), გიორგი შავგულიძის ქუჩა, შმიდტის ქუჩა, ჩანჩიბაძის ქუჩა ჩანჩიბაძის ქუჩის II შესახვევიდან ასლანიკაშვილის ქუჩამდე (№31 – №43; №16 – №24), ცაცხვების ქუჩა დები იშხნელების ქუჩის გადაკვეთამდე (№1 – №47; №2 – №36), ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩამდე (№1, №2), ცხინვალის ქუჩა, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, საიათნოვას (ყოფილი ლენინაკანის) ქუჩა, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, მამია გურიელის ქუჩა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის ქუჩა, კაკაბაძის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა, ნუცუბიძის (ყოფილი შმიდტის ქუჩის V შესახვევი) ქუჩა, დონეცკის (ყოფილი თავისუფლების ქუჩის VI შესახვევი) ქუჩა, ზესტაფონის ქუჩა, შმიდტის ქუჩის I – III შესახვევი, ვეტერანების (ყოფილი შმიდტის) ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, იმედაძის ქუჩა, ჭუმბურიძის ქუჩა, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩა (ყოფილი ლადო ასათიანის ქუჩის IV შესახვევი), მელიტონ ქანთარიას ქუჩა, რესპუბლიკის ქუჩა, ანდრია სინაურის ქუჩა, დავით კვიცარიძის ქუჩა, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა (№21), დავითაშვილის ქუჩა, ემხვარის ქუჩა (ყოფილი ნოდარ დუმბაძის ქუჩის V შესახვევი), ბესიკის ქუჩა, ლადო მესხიშვილის ქუჩა, პავლე ინგოროყვას ქუჩა, ომარ ფხაკაძის ქუჩა (ყოფილი შოთა პირველის ქუჩა, ყოფილი ლადო კეცხოველის ქუჩა), გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა (ყოფილი ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი), მალხაზ კუხიანიძის ქუჩა, შოთა პირველის ქუჩა, გიორგი ნაფეტვარიძის ქუჩა, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა, ნამგალაძის ქუჩა, ჯანელიძის ქუჩა, ანტონ ჩეხოვის ქუჩა, ალექსი გორგიძის ქუჩა (ყოფილი ნოდარ დუმბაძის ქუჩის II შესახვევი), უშანგი სალდაძის ქუჩა (ყოფილი ნ.დუმბაძის ქუჩის IV შესახვევი), გრიგოლ ნარსიას ქუჩა, რკინიგზის დასახლება (ყოფილი ნინოშვილის ქუჩის XIV შესახვევი), ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სერგი მესხის (ყოფილი ენგელსის) ქუჩა, ნინო და ნუცა ჩხეიძეების (ყოფილი ოლეინიჩენკოს) ქუჩა, გრიგოლ გვანცელაძის ქუჩა, ვასილ ამაშუკელის (ყოფილი რესპუბლიკის ქუჩის I ჩიხი) ქუჩა, რაფიელ ერისთავის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი კოსმონავტების) ქუჩა, დავით ბერძენაძის (ყოფილი მგალობლიშვილის) ქუჩა, მჭედლიძის ქუჩა, ჯანსუღ ღვინჯილიას (ყოფილი ნოდარ დუმბაძის ქუჩის III შესახვევი) ქუჩა, სოხუმის ქუჩა, მამია ასათიანის (ყოფილი ნინოშვილის ქუჩის XII შესახვევი) ქუჩა, სერგო კლდიაშვილის (ყოფილი ნინოშვილის ქუჩის XVI შესახვევი) ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა რკინიგზის სადგურ I-დან ბოლომდე (№97 – №117; №88 – №134), ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღამდე (№1 – №21), ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის დასაწყისიდან ბაღის ბოლომდე (№8 – №14; №21ა), ახალგაზრდობის გამზირის I შესახვევი, ანდრია რაზმაძის ქუჩა, გიორგი ჭყონდიდელის (ყოფილი ჩოდრიშვილის) ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ერევნის ქუჩა, ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამებას ქუჩის გადაკვეთამდე (№2 – №78; №3 – №95), გორის (ყოფილი კომკავშირის) ქუჩა, შინდისის გმირების (ყოფილი მოსკოვის) ქუჩა, სოლიკო ხაბეიშვილის (ყოფილი კალინინის) ქუჩა, დეპოს ქუჩა, დავით გურამიშვილის ქუჩა, ნიკო მარის (ყოფილი ჟდანოვის) ქუჩა, არსენა ჯორჯიაშვილის ქუჩა, ლომთათიძის ქუჩა, მელიტონ ბალანჩივაძის (ყოფილი საბჭოს) ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე (№7 – №13), ფოთის ქუჩა, გრიგოლ ჩორგოლიანის (ყოფილი რაზმაძის ქუჩის ნაწილი) ქუჩა, განჯის (ყოფილი ბაქოს) ქუჩა, გივი ბადრიძის (ყოფილი 26 მაისის ქუჩის I შესახვევი) ქუჩა, გელათის ქუჩა კიბულას ქუჩიდან გელათის ქუჩის VI შესახვევამდე (№101 – №161; №102 – №156), გელათის ქუჩის VI შესახვევი, ლესია უკრაინკას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№15 – №37; №20 – №52), კიბულას ქუჩა კიბულას ქუჩის I შესახვევიდან (მწვანეყვავილას პანთეონიდან) ბოლომდე (№19 – №55; №18 – №60), აკაკი კიბორძალიძის (ყოფილი ურიცკის ქუჩა, სოლომონ I-ის ქუჩის II ჩიხი) ქუჩა, თავადაზნაურობის მარშალ დათა ნიჟარაძის (ყოფილი ოსტროვსკის) ქუჩა, ვალერიან მიზანდარის (ყოფილი 26 მაისის ქუჩის VII შესახვევი) ქუჩა, ზარდალიშვილის (ყოფილი 26 მაისის ქუჩის V შესახვევი) ქუჩა, ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე (№3 – №95; №2 – №80), დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევამდე (№1 – №99; №2 – №118), წმინდა სამებას ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე (№2 – №6; №3 – №9), ევდოშვილის ქუჩა, ბათუმის ქუჩა, დემეტრე თავდადებულის (ყოფილი კოლმეურნეთა) ქუჩა, განათლების (ყოფილი კიროვობადის) ქუჩა, ბადრი კაპეტივაძის (ყოფილი განათლების ქუჩის I შესახვევი) ქუჩა, ტყაბლაძის (ყოფილი ურიცკის ქუჩის II შესახვევი) ქუჩა, რიონჰესის ქუჩა, თომაშვილის ქუჩა, ირაკლი ბაზაძის (ყოფილი სოლომონ I-ის ქუჩის II შესახვევი) ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა ნაზარიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№15-დან ბოლომდე; №20-დან ბოლომდე), ახვლედიანის ქუჩა, მწვანეყვავილას (ყოფილი შაუმიანის) ქუჩა კიბულას ქუჩის I შესახვევიდან კიბულას ქუჩამდე (რიონჰესის კაშხალამდე) (№13 – №39; №34 – №76), დიმიტრი ყიფიანის (ყოფილი ალავერდოვის) ქუჩა, თბილისის ქუჩის II შესახვევი, მკურნალის ქუჩა, შიო არაგვისპირელის ქუჩა, ნიკეას ქუჩის I შესახვევი, ლომოურის ქუჩა, სერგო ზაქარიაძის (ყოფილი ბელორუსიის) ქუჩა, თოფურიას ქუჩა, მეორე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მეორე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.

130

მესამე ზონა (პერიფერიული)

ა. პირველი ქვეზონა

ახალგაზრდობის გამზირი წერეთლის ქუჩის მიმდებარე ქუთაისი – რიონის სარკინიგზო ხიდიდან სამკუთხა ბაღამდე (№2 – №6), ახალგაზრდობის გამზირი სამკუთხა ბაღის ბოლოდან მუხნარის ტყემდე (№23; №16 – №104), ზვიად გამსახურდიას გამზირი გზაგამტარი ხიდიდან ქალაქის საზღვრამდე (№29 – №43; №46 – №68), ავტომშენებლის ქუჩა ავტოქარხნის ბოლომდე (ავტომშენებლის ქუჩა №88).

90

ბ. მეორე ქვეზონა

თაბუკაშვილის ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე (№67 – №223; №6 – №92). კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა ოცხელის ქუჩიდან ბოლომდე (№37 – №217; №14 – №176), გუგუნავას ქუჩა „ბროწეულა – ქუთაისის“ სარკინიგზო მაგისტრალიდან ბოლომდე (№1 – №15/35; №12 – №22), ორახელაშვილის ქუჩა, ბუკიას ქუჩა.

70

. მესამე ქვეზონა

გორკის ქუჩა, გაბაშვილის (ყოფილი ასლანიკაშვილის ქუჩის შესახვევი) ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე (№41 – №115; №102 -№206), იოანე პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის) ქუჩა იოანე პეტრიწის ქუჩის IV შესახვევიდან ბოლომდე (№55-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე), ისიანის ქუჩა, კოღუაშვილის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩის II შესახვევიდან ბოლომდე (№51-დან ბოლომდე; №34-დან ბოლომდე), მოსაშვილის ქუჩა, მიქელაძე-მეველეს ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, რუას ქუჩა (№7-დან ბოლომდე; №2-დან ბოლომდე), ქეთევან წამებულის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№23-დან ბოლომდე; №36-დან ბოლომდე), ჩანჩიბაძის ქუჩა ასლანიკაშვილის ქუჩიდან ბოლომდე (№45-დან ბოლომდე; №26-დან ბოლომდე) წყალტუბოს ქუჩა, წყაროს ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩა ვასილ ბარნოვის ქუჩიდან ბოლომდე (№3-დან ბოლომდე; №4-დან ბოლომდე), პეტრე ჭაბუკიანის ქუჩა, წერეთლის ქუჩა ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან ბოლომდე (№193-დან ბოლომდე; №222-დან ბოლომდე), ახალგაზრდობის გამზირის II შესახვევი, გელათის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევის დასაწყისიდან ბოლომდე (№163-დან ბოლომდე; №158-დან ბოლომდე), დავით კლდიაშვილის ქუჩა გელათის ქუჩის VI შესახვევიდან ბოლომდე (№101-დან ბოლომდე; №120-დან ბოლომდე), ტყიბულის ქუჩა დავით კლდიაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№101 – 209; №82 – №198), წმინდა სამებას (ყოფილი მოგილევსკის) ქუჩა ევდოშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№11 – №59; №8 – №46), ნეკრასოვის ქუჩა წმინდა სამებას ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე (№80 – №120), სოლომონ II-ს (ყოფილი ურიცკის, ყოფილი ჩხობაძის) ქუჩა, მწვანეყვავილას (ყოფილი შაუმიანის) ქუჩა კიბულას ქუჩიდან (რიონჰესის კაშხალიდან) ბოლომდე (№41-დან ბოლომდე; №78-დან ბოლომდე), ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი პრავდის) ქუჩა, გურამ გაბესკირიას ქუჩა, ბესარიონ ბელინსკის ქუჩა, პეტრე ჩხობაძის (ყოფილი ტოლბუხინის) ქუჩა, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, გიორგი ცაბაძის ქუჩა, თენგიზ აბულაძის ქუჩა, და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ქუჩა, ცოტნე დადიანის (ყოფილი კამოს) ქუჩა, ჩკალოვის ქუჩა, ვოლგოგრადის ქუჩა, კიევის ქუჩა, ლევ ტოლსტოის ქუჩა, კოტე მესხის ქუჩა, პარმენ თვალჭრელიძის (ცახელის) (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის) ქუჩა, ვახტანგ ხარებავას (ყოფილი სამხრეთ დასახლების) ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, ვალერიან გუნიას ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, ივანე მაჩაბლის ქუჩა, გიორგი შერვაშიძის (ყოფილი ლუქსემბურგის) ქუჩა N53-დან ბოლომდე, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, შოთა ლეჟავას (ყოფილი რუსთავის) ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, არტურ ლაისტის ქუჩა, სულხან-საბას (ყოფილი მშენებლის ქუჩა) გამზირი, ზვიად გამსახურდიას გამზირის V ჩიხი, შევჩენკოს ქუჩა, მაისურაძის ქუჩა, სილოვან ხუნდაძის ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, ჰერმან გმაინერის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის III შესახვევი) ქუჩა, ვარლამ ჯიქიას (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის XI შესახვევი) ქუჩა, მაიაკოვსკის ხეივანი (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის პირდაპირ №23 – №59; №106 – №108), ახალგაზრდობის გამზირი (IV, V, VI, VII, VIII, IX შესახვევები), რკინიგზის სადგური „რიონის“ დასახლება, ლავრენტი ავალიანის (ყოფილი ტურგენევის) ქუჩა, I მაისის ქუჩა, ონის ქუჩა, კრილოვის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, გუმათჰესის დასახლება, სკოლა-ინტერნატის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩის ბოლო მონაკვეთი ავტოქარხნის ბოლოდან (ავტომშენებლის ქუჩა №88), რეზო ჭეიშვილის ქუჩა, დავით ხახალეიშვილის ქუჩა, ნიკეას ქუჩა (გარდა ნიკეას ქუჩის დასაწყისი ჭავჭავაძის გამზირიდან ნიკეას ქუჩის ბოლომდე, რომლის საზღვრად იგულისხმება ფაქტობრივი განაშენიანების რკალი, შესაბამისი ქუჩის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრიანი ზოლით), ქალაქ ქუთაისის საზღვრამდე მესამე ზონის დასახელებული ქუჩების შესახვევები, ჩიხები და მესამე ზონაში შემავალი სხვა ქუჩები თავისი შესახვევებითა და ჩიხებით, რომლებიც მოქცეულია ამავე ზონის საზღვრებში.

55

. მეოთხე ქვეზონა

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1568-რს დადგენილებით ქალაქ ქუთაისის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, ე.წ. გორა-საქუსლიას ტერიტორიაში შემავალი ქუჩები, შესახვევები და ჩიხები.

25