„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016476
7
23/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
010250050.35.165.016476
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge  29/12/2023, სარეგ.კოდი:  010250050.35.165.016463 ) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის“  მე-5 მუხლის მე-19 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„19. უპატრონო და სოციალურად დაუცველ მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯის გაცემის პროგრამა (06 02 03 06)

უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო სახლში მცხოვრები მიუსაფარი პირების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არაიდენტიფიცირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდაცვლილი პირის  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის  დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით.  (დახმარების  მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი პირის შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი ერიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრს).

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) გარდაცვალების მოწმობა;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშის ამონაწერი ბანკიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი