დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/2005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 15/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 15/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.15.008.007.625 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8/2005
2005 წლის 15 აგვისტო
არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად მიეცემათ ყოველთვიური ხელფასის ოდენობის თანაბარი დანამატი.
მუხლი 2. იმ თანამშრომელთა სიას, რომელთაც მიეცემათ პირველ მუხლში აღნიშნული დანამატი, განკარგულებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალ. ღონღაძე
კომისიის მდივანი გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები