დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.144.016450 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 22/11/2017 010260030.35.144.016296) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის, სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; ი) ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია, საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ, ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები