ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.139.016546
5
23/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
040090000.35.139.016546
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის  პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №3 დანართისა.
მუხლი 4
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №4 დანართისა.
მუხლი 5
დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები თანახმად №5 დანართისა.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №9 დადგენილება  (www.matsne.gov.ge,  05/04/2017, 040090000.35.139.016242)
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი

დანართი №1

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,  ბალანსზე რიცხული  „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება;

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება;

3. შესაბამისი ორგანიზაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანო.

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად  ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3. ბორჯომის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.

5. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.

მუხლი 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის შემდეგ ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1.  ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის  მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.

დანართი №2

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. ორგანიზაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად  ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

6. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.

7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

8. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

მუხლი 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე.

მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დანართი №3

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. ორგანიზაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირი.

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად  ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.

6. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.

7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.

8. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

მუხლი 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე.

მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დანართი №4

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. საწარმო – ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად  ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

მუხლი 3. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.

2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.

3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.

4. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას ითანხმებს საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვისა და მასზე დართული შესაბამისი მასალების (ჩამოსაწერი ობიექტების ნუსხა, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენის ან/და ლიკვიდაციის აქტები) საფუძველზე.

6. საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.

7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს საწარმოს  ბალანსზე.

8. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს.

მუხლი 4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს  ანგარიშზე

მუხლი 5. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.

2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.

6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.

7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.