ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.139.016548
7
23/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
200140030.35.139.016548
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/02/2023 წელი, 200140030.35.139.016497).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

1. ქ. ბორჯომის ტერიტრიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს;

გ) ITL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის – 0,7-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმტიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

 

 

ზონა

 

IMG

 

ITL

 

C

 

K

 

CN (ლარი) CN=IMG*ITL*C*K

1

ცენტრალური

0,55

1,3

0,24

100

17.16

2

შუალედური

0,55

1,0

0,24

100

13.20

3

პერიფერიული

0,55

0,7

0,24

100

9.24

 

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა ბაკურიანისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%- ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18.06. №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის ცენტრალური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლით და შეადგენს 17.16 ლარს. (გარდა ბაკურიანისა).

7. სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.


დანართი №2

 

ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება

. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები

ლოკალური

ტერიტორიული

ინდექსი ITL

1

ცენტრალური ზონა

 

 

მტკვრის მარცხენა მხარეს დ. აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მესხეთის ქუჩა, ანატოლი მილჩენკოს ქუჩა, რუბენ ვეფხვაძის ქუჩა, ზეინკლიშვლის ქუჩა, ლიკანის დასახლება - გოგებაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, რუსთაველის მოედანი, სააკაძის ქ., ფალიაშვილის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, გოგიასციხის ქუჩა, წმინდა ნინოს ქ., მტკვრის მარჯვენა მხარეს ერეკლეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ცხრა აპრილის ქუჩა, კოსტავას სახელობის სკვერი, რობაქიძის ქუჩა (ხიდამდე), კონსტატნტინე გამსახურდიას ქუჩა, ნოდარ დუმბაძის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური ისტორიული პარკი

1.3

2

შუალედური ზონა

 

 

ჩარხისწყლის დასახლება, გურამიშვილის ქუჩა, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, სერგო ზაქარიძის ქუჩა, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, მანჯგალაძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, შ. თორელის ქუჩა, პეტრიწის ქუჩა, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, ინაურის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, არსენ იყალთოელის ქუჩა, ივანე მაჩაბელის ქუჩა, მირზა გელოვანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა,გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, სადგერის ქუჩა, ჩარხისწყლის დასახლება - აკაკი ხორავას ქუჩა, თორის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩა, ახალი უბნის დასახლება, არდაგნის დასახლება

1.00

3

პერიფერიული ზონა

 

 

ვაშლოვანის, ლარების, ლიბანის, ზორეთის, ანდეზიტის დასახლება, ნიკოლაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა

0.7