ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016490
5
23/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
010250020.35.124.016490
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 
მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს  0,7 ლარით.
მუხლი 3
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც  გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფს  მგზავრებისათვის სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის  მერს მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მგზავრობის ტარიფი ჩაირიცხოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების (შემოსავლები) სახაზინო კოდზე – 300243231. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე

დანართი №1
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშუტები

მარშუტის უკუმიმართულება

1

ქ. ბაღდათი - ს.დიმი -ს. საიმედო (სასაფლაო).

ს.საიმედო (სასაფლაო) - ს.დიმი - ქ.ბაღდათი

2

ქ.ბაღდათი - ს.ფერსათი - ს.წითელხევი - ს.როხი.

ს.როხი - ს.წითელხევი - ს.ფერსათი - ქ.ბაღდათი.