მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35240472
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016017
გ-35. 35240472
16/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
000000000.00.153.016017
მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  

გ  ა  ნ  კ  ა  რ  გ  უ  ლ  ე  ბ  ა №გ-35. 35240472

   2024 წლის 16 თებერვალი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში  მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ  

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“   მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი  ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და  მე-7 მუხლის  შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს  (უსახელო ქუჩა, ჩიხი და შესახვევი) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის  შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                       გიორგი ელოშვილი