დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016515
6
23/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
010250050.35.152.016515
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური

დანართი 1

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესი

მუხლი 1
ეს წესი  არეგულირებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ა(ა)იპ  „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებიდან.
მუხლი 3
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების) კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ლარს.
მუხლი 5
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით განსაზღვრული მგზავრობის ღირებულების ან სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.           
მუხლი 6
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთათვის (სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხა ანაზღაურდეს სასტუმრო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 7
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი დაფინანსების უზრუნველსაყოფად სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა, შეჯიბრებაზე მოწვევა ან/და შეჯიბრების დებულება, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, სპორტული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა და მონაწილეთა სია.
მუხლი 8
სპორტულ ღონისძიებებში (სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების) მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბუღალტერიაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია წინასწარ ან სპორტული ღონისძიების დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
მუხლი 9
სპორტული ღონისძიების მონაწილეთა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს წინასწარ ან სპორტული ღონისძიების დამთავრების შემდეგ, წინამდებარე წესით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შესაბამისად.