“სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის' საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის' საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 17/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.007.622
  • Word
18
04/08/2005
სსმ, 18, 17/08/2005
300.290.000.16.009.007.622
“სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის' საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
“სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის' საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.007.622

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №18

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 “სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისია ადგენს:

 მუხლი 1.

“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” 2005 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში (სსმ III, 18.04.2005, №45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდეგში _ “წესი”) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი”

2. წესს დაემატოს პრეამბულა შემდეგი რედაქციით:

“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის, აგრეთვე საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრის მიზნით, მომხმარებელთა თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:”.

3. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 1.

1. საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” (შემდგომში _ “კომპანია”) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებს.

2. აღნიშნული წესი არ ეხება მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო.

4. წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 2.

 1. უმრიცხველოდ მოხმარება – ელექტროენერგიის მოხმარება, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია;

 2. უბანი – მომხმარებელთა ოპტიმალური ჯგუფი, მაგრამ არა უმეტეს 70 მომხმარებლისა, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო მრიცხველი.

 3 საერთო მოხმარების მრიცხველი – აღრიცხვის კვანძი, რომელიც აღრიცხავს უბნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ მნიშვნელობას დანაკარგების ჩათვლით.”

5. წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 3.

 უბნის ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მთლიანად დახარჯული ელექტროენერგია აღირიცხება ენერგოკომპანიის მიერ გამანაწილებელი ტრანსფორმატორის (ფიდერის) 0.4 კვ ძაბვის მხარეზე დამონტაჟებული ერთი ან მეტი სამფაზიანი მრიცხველით.”

6. წესს დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 “მუხლი 31

1. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ.

2. აქტი შედგენილი უნდა იქნეს ორ, თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე კომპანიას დარჩება.

3. მომხმარებელს უფლება აქვს დაესწროს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას.

4. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი წესით ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმების შემდეგ, როდესაც მრიცხველი გამართულია, მომხმარებელი გადის ამ წესის რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია, მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა აწარმოოს ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად.

7. წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 4.

1 საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო მომხმარებლის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ტექნიკური დანაკარგების გამოკლებით) განაწილება მომხმარებლებს შორის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, გარდა სამფაზა მომხმარებლებისა, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უნდა გამოაკლდეს საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხულ ელექტროენერგიას”.

2. შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინე-ბული უნდა იყოს:

ა) საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება (კვტს);

ბ) ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები (კვტს);

გ) თითოეული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია(კვტს).

3. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართი.

4. კომპანია ვალდებულია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენების და მასზე მიერთებული მომხმარებლების მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და გადახდილი თანხების შესახებ.

5. მომხმარებელი, რომელმაც ან რომლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმაც ხელი მოაწერა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ თანხმობას, ვალდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ქვითრის მიხედვით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად.

8. წესების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 5.

  1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბანზე ერთი მომხმარებლის მიერ უმრიცხველოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გასაშუალოებული მნიშვნელობა განისაზღვრება ფორმულით:

       K x   Eაღ _  (E1+E2+E3+E4)

 E= --------------------------------------------, სადაც

                           n

 

ა) E – უმრიცხველო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტს);

 

ბ) n - მოცემულ უბანზე უმრიცხველო მომხმარებელთა რაოდენობა;

 

გ) Eაღ – მოცემულ უბანზე მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება ნორმატიული დანაკარგების ჩათვლით (კვტს);

 

დ) K = 1 - W – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დანაკარგებს 0.4 კვ. ძაბვის ქსელში, შესაბამისად. როცა აღრიცხვა ხდება ტრანსფორმატორის 0.4 კვ. ძაბვის შემყვანზე;

ე)   W – 0.4 კვ ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგები ფართობით ერთეულში, რომელიც განისაზღვრება 0.08-ით.”.

ვ) E1 – მოცემულ უბანზე ყველა ოჯახის მიერ დანართი 11-ში მოცემული ელექტროხელსაწყოების (შემდეგში _ “ელექტროხელსაწყო”) მიერ დახარჯული ჯამური ელექტროენერგია. თითოეული ოჯახის მიერ გამოყენებული ელექტროხელსაწყო აღიწერება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ და შეიტანება მომხმარებლის ინდივიდუალურ ბარათში, მისი საპასპორტო მონაცემების ჩვენებით. აღნიშნული ელექტროხელსაწყოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გამოითვლება ფიქსირებული დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე, წარმოდგენილი დანართი 11-ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს გააჩნია დანართი 11-ში მოცემული ელექტროხელსაწყო, მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მეტი სიზუსტით განსაზღვრისათვის გასაშუალებულ მნიშვნელობას (E) უნდა დაემატოს ელექტროხელსაწყოს მიერ მოხმარებული ელექ-ტროენერგიის რაოდენობა დანართი 11-ის მიხედვით.

ზ) E– მოცემულ უბანში არსებული სამფაზა მომხმარებლების (ელექტროსახერხი, ელექტრო-სადურგლო დაზგა, ელექტროწისქვილი, სტაციონარული ელექტროშესადუღი აპარატი და სხვ.) მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია. თითოეული მომხმარებლის მოხმარება აღირიცხება სამფაზა მრიცხველით და ფიქსირდება მფლობელის ბარათში;

თ) E3 – მოცემულ უბანში არსებული კომერციული, საბიუჯეტო და სხვა მომხმარებლების მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგია, გარდა მოსახლეობისა. თითოეული ასეთი მომხმარებელი მიერთებულია საერთო მოხმარების მრიცხველზე, ხოლო მათი მოხმარება უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მრიცხველით და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდეს მომხმარებლის ბარათზე (კვტს);

ი)  E4 – გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე და საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული სამომხმარებლო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია (კვტს);

9. წესს დაემატოს მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები:

„მუხლი 6.

 სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” ვალდებულია შექმნას საკმარისი რაოდენობის ფულის მიმღები პუნქტები, მათ შორის მოძრავი, რომლებიც იმუშავებენ მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ადგილზე და რეგლამენტით”.

 „მუხლი 7.

საერთო მოხმარების მრიცხველიდან აღრიცხვის საშუალებების ჩვენების აღება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ამ საერთო მრიცხველზე მიერთებული მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის თანდასწრებით”.

 „მუხლი 8.

1. მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში ან წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან”.

2. წერილობით შეტყობინება, ასევე გადახდის ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომხმარებლის გვარი და სახელი;

ბ) მომხმარებლის მისამართი;

გ) ელექტროენერგიის ტარიფი;

დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა;

ე) მიმდინარე გადასახადელის ოდენობა;

ვ) ძველი დავალიანების ოდენობა;

ზ) სულ გადასახდელი თანხა.

„მუხლი 9.

მომხმარებლებისათვის, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გადაუხდელობის მიზეზით არ მოხდება ღამის საათებში, შაბათ-კვირას, ოფიციალურ სადღესასწაულო დასვენების ან მათ წინა დღეს”.

„მუხლი 10.

კომპანიამ გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლის ელექტროხელსაწყოების ინვენტარიზაციის მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ აწარმოოს დარიცხვა ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად”.

„მუხლი 11.

სს “საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ” 15 ოქტომბრამდე უზრუნველყოს, საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება და მათზე მომხმარებელთა მიერთება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად.

10. „ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების დანართი 1”.

11. დადგენილებას დაემატოს დანართი 11”.

მუხლი 2.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე გ. თავაძე

დანართი 11.

სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტების დენმიმღებების სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი

 

 

 

 

ÃÀÃÂÌÖËÉ ÓÉÌÞËÀÅÒÉÓ ÌÉÍÉÌÀËÖÒÉ ÆÙÅÀÒÉ ÊÅÔ.

მუშა საათების რაოდენონა თვეში

სთ.

 

¹

ÃÄÍÌÉÌÙÄÁÉ

დღე-ღამეში

 

 

ზამთრის თვეში (ნოემბერი-აპრილი)

 

ÆÀ×áÖËÉÓ ÈÅÄÄÁÛÉ

(ÌÀÉÓÉ-ÏØÔÏÌÁÄÒÉ)

1

ÄËÄØÔÒÏØÖÒÀ,

ÂÀÃÀÓÀÔÀÍÉ ÄËÄØÔÒÏØÖÒÀ

3.0

1.0

2-1

60

30

2

“ÀÒÉÓÔÏÍÉ-ÉÓ” ÔÉÐÉÓ ßÚËÉÓ ÂÀÌÀÝáÄËÄÁËÄÁÉ

 

2.0

 

3-2

90

60

3

“ÀÔÌÏÒÉ-ÉÓ” ÔÉÐÉÓ ßÚËÉÓ ÂÀÌÀÝáÄËÄÁËÄÁÉ

5.0

1

30

30

4

ÊÏÍÃÉÝÉÏÍÄÒÉ “ÆÀ×áÖËÉ”

1

2

-

60

5

ÊÏÍÃÉÝÉÏÍÄÒÉ         “ÆÀ×áÖË-ÆÀÌÈÀÒÉ”

1.5

2

60

60

6

ßÚËÉÓ ÓÀÔÖÌÁÉ ÄËÄØÔÒÏÞÒÀÅÉ

1.5

-

20

20

7

ÓÀÒÄÝáÉ ÌÀÍØÀÍÀ

1.0

-

10

10

8

ÊÏÌÐÉÖÔÄÒÉ

0.4

2

60

60

9

ÄËÄØÔÒÏÒÀÃÉÀÔÏÒÉ

1.5

4

120

-

10

ßÚËÉÓ ÂÀÌÀÝáÄËÄÁÄËÉ

1.5

2

60

60

 

შენიშვნა: ელექტროხელსაწყოების დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ადგილზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ელექტრომოწყობილობების საპასპორტო მონაცემების საფუძველზე. თუ ვერ დგინდება მათი საპასპორტო მონაცემები, მაშინ ასეთი ხელსაწყოების მიერ დახარჯული ელექტროენერგია განისაზღვრება დანართ 11-ში მითითებული დადგმული სიმძლავრის მინიმალური ზღვარისა და თვეების მუშა საათების რაოდენობის მიხედვით”.