„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016686
2
22/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
010220020.16.009.016686
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2024 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მრჩეველთა საბჭო;

ბ) დეპარტამენტი;

გ) კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის აპარატი.

3. კომისიის აპარატში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები:

ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;

გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;

დ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;

ე) მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

თ) მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი;

ი) ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი;

კ) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

მ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ო) შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

პ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ჟ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

4. კომისიის აპარატის დეპარტამენტში შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთი ან რამდენიმე ქვედანაყოფი – სამმართველო.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი

ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;

ბ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლებისა და ახალი გენერაციის ობიექტების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა, აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის შესაბამისი საკითხების მომზადება;

ზ) ელექტროენერგეტიკის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;

ი) თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, ჭკვიანი ქსელები/აღრიცხვა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, ელექტრომობილები, ენერგიის დამაგროვებლები, დატვირთვის საპასუხო რეაქცია და სხვა) შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის ფუნქციონირების, ასევე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების  წესის შემუშავება;

ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების პროცესის მონიტორინგი;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;“.

4. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. წყალმომარაგების დეპარტამენტი

წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;

ბ) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიატების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა, ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მისი საქმიანობის რეგულირების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, წყალმომარაგების სექტორში არსებული ლიცენზიატების და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

ზ) წყალმომარაგების სექტორში და პირველადი წყალმოსარგებლისთვის ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით, ლიცენზიატების ან/და პირველადი წყალმოსარგებლის მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში, ასევე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის, წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;

ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

მუხლი 16. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

1. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილ სატარიფო განცხადებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სატარიფო გაანგარიშების პროცესის წარმართვა; 

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებული საწარმოს ტარიფის/საფასურის გაანგარიშება და კომისიისთვის წარდგენა;

გ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება;

დ)  კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადის ფორმების შემუშავება;

ე) სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;

ვ) ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი და მის საფუძველზე საწარმოების სატარიფო გაანგარიშებისათვის საჭირო სხვადასხვა პარამეტრების განსაზღვრა;

ზ) ტარიფების გაანგარიშებისა და ეკონომიკური ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

2. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში იქმნება ეკონომიკური ანალიზის სამმართველო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“.

5. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი

1. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება;

ბ) მარეგულირებელი აუდიტის მიზნით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება;

გ) აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) რეგულირებული საწარმოების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის შედგენა;

ვ) რეგულირებული საწარმოს საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის შინაარსისა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი;

ი) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;

კ) ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად რეგულირებული საწარმოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი;

ლ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშების ანალიზი, ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნებისათვის;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

2. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:

ა) საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო;

ბ) კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო.

3. საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო და კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“.

6. მე-17 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) კომისიის გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო საქმისწარმოების მონიტორინგი.“.

7. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

1. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) შესყიდვების დაგეგმვა, მათ შორის, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტთან შეთანხმება და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული პარამეტრების ფარგლებში;

ბ) წლის განმავლობაში შესყიდვების პროცედურების განხორციელება არსებული წესის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალების შერჩევა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება, შერჩეული შესყიდვის საშუალებით საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის განხორციელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვის პროცედურების წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

გ) შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა რეგისტრაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად;

ე) შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და, კომპეტენციის ფარგლებში, დაკავშირებული კორესპონდენციის მომზადება/განხილვა;

ვ) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება;

ზ) კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, მათ შორის, კომისიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;

თ) კომისიაში არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) კომისიის ბალანსზე რიცხული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;

კ) სამეურნეო დანიშნულების საოფისე და საკანცელარიო-სასაწყობო მეურნეობის წარმართვა, შესაბამისი მატერიალური ფასეულობების ზედამხედველობა და კონტროლი;

ლ) უძრავი და მოძრავი ქონების კომისიის დროებით სარგებლობაში ან/და მფლობელობაში გადმოცემისათვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა და ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების კონტროლი;

მ) კომისიაში დასაქმებული პირების სარგებლობაში კომისიის ქონების გადაცემისთვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, მათი გაფორმების ორგანიზება და მათგან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ნ) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების სხვა ორგანიზაციების (პირების) სარგებლობაში, მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების მიზნით აუქციონებისა და კონკურსების ორგანიზება, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების ორგანიზება და ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ო) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება, აგრეთვე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

2. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:

ა) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური სამმართველო.

3. შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ და „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

4. მატერიალურ-ტექნიკური სამმართველო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.“.

8. 26-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშება;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე