წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.024428
36
22/02/2024
ვებგვერდი, 23/02/2024
120260020.10.003.024428
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2024 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

მუხლი 1
თავდაცვის კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 66-ე მუხლის მე-8 ნაწილისა  და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2024 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 29 ივნისამდე.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 735-ით;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 572-ით;

დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 295-ით.

3.  წვევამდელთა  ეროვნულ  სამხედრო  სამსახურში  გაწვეულ  იქნენ თავდაცვის კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, ამავე დადგენილების მე-2 პუნქტში მოცემული უწყების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამის უწყებაში შეიძლება, შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა.

5. 18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების  დღიდან ვალდებული არიან, გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებამდე, განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც იფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია და სადაც წვევამდელები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.

9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე