„პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024426
34
22/02/2024
ვებგვერდი, 22/02/2024
280120000.10.003.024426
„პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №34

2024 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2023, 280120000.10.003.024019) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პროგრამაში მონაწილე შინამეურნეობას სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სხვა საფუძვლით) უკვე მოპოვებული აქვს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის უწყვეტად მიღების საშეღავათო პირობები (4 წელი), ოჯახს უგრძელდება უკვე მოპოვებული უფლების რეალიზება უკვე არსებული საშეღავათო პერიოდით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ შინამეურნეობას შეუწყდა (4-წლიანი საშეღავათო პერიოდის ვადამდე ადრე შეწყვეტა) სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სხვა საფუძვლით) საშეღავათო პერიოდი, მასზე გავრცელდება საშეღავათო პირობები ამ პროგრამის ფარგლებში, ოჯახზე ამ საშეღავათო პირობების პირველადი გავრცელების პერიოდის ვადის ათვლის დაწყების გათვალისწინებით, რაც ერთიანობაში არ უნდა აღემატებოდეს საშეღავათო 4-წლიან პერიოდს. საშეღავათო პირობების 4-წლიანი ვადის ახლიდან ათვლა არ ხორციელდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე