დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37-10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450050020.35.101.017187 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 450050020.35.101.016690) და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/ აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“, დანართის შესაბამისად.“. 3. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში − თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ სივრცეში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2. წესის მიზანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. 3. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.“; ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები: „მუხლი 51. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/ რესტავრაცია/რეკონსტრუქცია თბილისის მერის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიძლება განხორციელდეს იმ არსებული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქცია, რომლის ავტორი გარდაცვლილია, ვერ დგინდება ავტორი (მისი მემკვიდრე) ან/და აღნიშნული ობიექტი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამასთან, არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. მუხლი 52. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის განხორციელების წესი 1. ამ წესის 5 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის საკითხის ინიცირების უფლება აქვს თბილისის მერს ან თბილისის მთავრობის წევრს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 2. ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს განიხილავს, ამ მიზნისათვის, თბილისის მერის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობას და დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი. 3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია. 4. საჭიროების შემთხევევაში, კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები (მოქანდაკეები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და სხვა). 5. თბილისის მერი განიხილავს კომისიის რეკომენდაციას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის ან/და მემორიალური დაფის განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობისა და თბილისის მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თბილისის მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენა/რესტავრაცია/რეკონსტრუქციის ან/და მემორიალური დაფის განთავსებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა ან სამშენებლო სამუშაოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შესყიდვის შესახებ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები