დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.149.016002 |
|
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე
|
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 7 თებერვლის წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 2 თებერვლის №23893 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქრთველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 2 თებერვლის №23893 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ მეტეხში სახელწოდების არმქონე ქუჩებს სახელწოდებები დანართი №1-ის შესაბამისად. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები