დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 12/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.007.614 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.614
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №730
2005 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის `ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №122, მუხ.1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის „ც” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
“41 აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებით იხელმძღვანელონ ასევე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები