„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37-13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.017195
37-13
20/02/2024
ვებგვერდი, 21/02/2024
010250020.35.101.017195
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37-13

2024 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 28/12/2023, სარეგიტრაციო კოდი: 010250020.35.101.017168) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ით დადგენილი წესით გასცა თანხმობა და რომელიც ამ თანხმობის შესაბამისად მოძრაობს;“.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11

 1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, ვალდებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება საჯარო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის აკრძალულ პერიოდში და თან დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებაზე, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გაცემულია ნებართვა ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენებაზე და თან დაურთოს აღნიშნული ნებართვის ასლი, ასევე  სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია M3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რეგისტრაციის ნომრის მითითებით და სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალური/სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ M3, N2, N3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების (კონკრეტული პროექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით) განხორციელებისათვის აკრძალულ პერიოდში და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ი“-„ა.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, ვალდებული არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად, წარადგინონ ინფორმაცია M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, რომლებიც გამოყენებული იქნებიან აკრძალულ პერიოდში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის წარდგენისას, თუ უფლებამოსილ პირს საკუთრებაში არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება, მაშინ იგი ვალდებულია ინფორმაციას დაურთოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა (გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა), დამტკიცდეს დანართი 1-ის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით გათვალისწინებული საავტომობილო გზების გარდა სხვა საავტომობილო გზებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი 2

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ თანხმობის მიცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში  M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენილი დოკუმენტების განხილვის პირობებს, თანხმობის მიცემის წესს, აკრძალული საათების შუალედში სააგენტოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.

მუხლი 2. თანხმობის მიცემის მიზნით წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
თანხმობის მიღების მსურველი პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, წერილობითი განცხადების საფუძველზე, მიმართავს სააგენტოს და თანხმობის მიღების აუცილებლობის დასაბუთებით  წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განმცხადებლის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის რეგისტრაციის მოწმობას/მოწმობებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების წარმატებით გავლის დამადასტურებელ მოწმობას/მოწმობებს;

გ) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ვიზუალურ ფოტოსურათ(ებ)ს სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის მითითებით;

დ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა დოკუმენტს.


მუხლი 3. წარდგენილი დოკუმენტების  სააგენტოს მიერ განხილვა
1. სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი თანხმობას გასცემს ან თანხმობის მიცემაზე უარს ამბობს წერილობითი ფორმით.

2. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებლისათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემული 5 სამუშაო დღის შემდეგ გამოუსწორებლობა იწვევს განცხადების განუხილველად დატოვებას.

3. სააგენტოს თანხმობა მოქმედებს მოთხოვნილი ვადით, მაგრამ როგორც წესი არაუმეტეს 1 წლის ვადით.

4. სააგენტოს თანხმობა უქმდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მონაცემების ცვლილებისას და ასეთ შემთხვევაში სააგენტოს თანხმობის გაუქმების შესახებ არ ეცნობება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.


მუხლი 4. პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მოძრაობა სააგენტოს მიერ მიცემული თანხმობის დარღვევით ან თანხმობის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის შესაბამისად.