“ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016627
4
19/02/2024
ვებგვერდი, 21/02/2024
010250020.35.158.016627
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2024 წლის 19 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  21 დეკემბრის №64 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 010250020.35.158.016272) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს  ცვლილება და  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადგილობრივი  ბიუჯეტით  გაუთვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ბაკალავრიატის, პოსტსამაგისტრო კვლევის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე  და რომელთაც მოპოვებული აქვთ სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება  (არანაკლებ 70%-ისა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი