„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024425
33
19/02/2024
ვებგვერდი, 20/02/2024
010240030.10.003.024425
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2024 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკა; სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა; ელექტრონული  კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; მკაცრი აღრიცხვის ფორმები; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; სადაზღვევო სექტორის განვითარება და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე, იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ჰ) საგზაო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ ქვეპუნქტი:

„ჰ3) საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „3“ ქვეპუნქტი:

„ჰ3) საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი − კოორდინაცია სხვადასხვა უწყებას შორის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის/ შესრულების მიზნით; საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი ინიციატივების მომზადება, საერთაშორისო და ეროვნული რესურსების მოზიდვა; საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა; ანალიტიკური საქმიანობა საგზაო უსაფრთხოების მონაცემების/სტატისტიკის და შესრულების ინდიკატორების ანალიზის მიმართულებით; საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და რეკომენდაციების გაცემა აუცილებელ ინტერვენციებთან მიმართებით; საგზაო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და მათი მონიტორინგი; საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების მონიტორინგი და მათი ეფექტიანობისა და შედეგების შეფასება; კვლევითი საქმიანობა და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

 

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე