დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4089-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.018096 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს ან ცესკოს მდივანს დაავალოს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. სხვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აღნიშნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს იმავე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“. 2. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება 1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც ცესკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას. 2. ცესკოს 7 წევრს ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები. 3. ცესკოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით. 4. ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; დ) ნასამართლევი პირი; ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი. 6. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი. ამასთანავე, ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა მიეთითოს, აღნიშნული წევრი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება. 7. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. 8. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 9. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. 10. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი გამოცემიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. მუხლი 11. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი 1. ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი უნდა აირჩეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 2. თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს ცესკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.“. 3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-13 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.“. 5. მე-15 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;“; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ამ კანონის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;“. 6. 28-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.“. 7. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში არჩევიდან/დანიშვნიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდეს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილეს, რომელიც არჩეულია პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 19 მარტი 2024 წ. N4089-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები