დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 728 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 12/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.033.007.612 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.007.612
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №728
2005 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №508 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, 2004 წ., №82).
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისათვის იხელმძღვანელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 ივნისის №341 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციით და „საბიუჯეტო ორგანიზაციათა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №521 ბრძანებით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები