დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016530 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2023; 190040000.35.149.016515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება; ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები პირი, რომელიც პროკურორის მიერ გაცემული დადგენილებით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილია დაზარალებულად (ოჯახური ძალადობის მსხვერპლად).“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და პროკურორის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ცნობის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები