„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016705
9
16/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
010250050.35.153.016705
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

   მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 16 თებერვალი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების  დადგენის შესახებ„ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში (matsne.gov.ge 010250050.35.153.016695, 27/12/23) კერძოდ:

1) დადგენილების მე-2 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9  პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ  უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.

9. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2) დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც  გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი,  მე-2  და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“.

3) დადგენილების მე-5 მუხლის პირველი და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-2  და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირების მგზავრობა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ამ დადგენილების  მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.“.

,,3. ამ დადგენილების მე-2 და მე-3  მუხლებით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.“.

4) დადგენილების მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 6.

ამ დადგენილების მე-2  და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი