,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016702
6
16/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
010250050.35.153.016702
,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 16 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25  თებერვლის №5 დადგენილებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №57 დადგენილებაში (matsne.gov.ge 010250050.35.153.016558, 26/02/21) კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,განათლების მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. ამ პროგრამის მიზნებისთვის, მაღალ აკადემიურ მოსწრებად ჩაითვლება – სასწავლო წლის ყოველი სემესტრის დამთავრება ყველა საგანში წარჩინებული 9 ან 10 ქულით, რომლების დაჯამების შედეგად საშუალო არითმეტიკული გაანგარიშებით სემესტრულად გვაძლევს 9,8 ქულიდან – 10 ქულით ჩათვლით შეფასებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი