“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის საუბნო კომისიების წევრობის კანდიდატთა შერჩევის ვადების შესახებ"

“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის საუბნო კომისიების წევრობის კანდიდატთა შერჩევის ვადების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 3/2005
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 03/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.007.604
3/2005
03/08/2005
სსმ, 91, 03/08/2005
010.190.020.15.008.007.604
“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის საუბნო კომისიების წევრობის კანდიდატთა შერჩევის ვადების შესახებ"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2005

2005 წლის 1 აგვისტო

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატთა შერჩევის ვადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების 3-3 წევრის არჩევისათვის საჭირო საბუთების მიღების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) არა უადრეს 2005 წლის 3 აგვისტოსი: საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა საბუთების მიღების დაწყება.

ბ) არა უგვიანეს 2005 წლის 8 აგვისტოს 18 საათისა: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა საბუთების წარდგენის ბოლო ვადა.

    მუხლი 2.

1. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

ა.ბ) განათლება;

ა.გ) სპეციალობა;

ა.დ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

ა.ე) იმ საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, რომლის წევრობაც სურს კანდიდატს (ერთიდაიგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტი);

ა.ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად);

ა.ზ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ა.თ) განმცხადებლის ორი ფოტოსურათი (ფოტოასლი);

ა.ი) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

ა.კ) განმცხადებლის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);

2. განმცხადებელი საოლქო საარჩევნო კომისიას საბუთებს წარუდგენს პირადად.

3. თუ საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე დღეს აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს შეუსაბამობის მითითებით.

4. განმცხადებელი დაუბრუნებს შესწორებულ დოკუმენტაციას კომისიას ცნობის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ არა უგვიანეს 9 აგვისტოს 18 საათისა.

    მუხლი 3.

საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 11 აგვისტოს ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ საბუთებს.

    მუხლი 4.

არაუადრეს 12 აგვისტოსი და არა უგვიანეს 16 აგვისტოსი საოლქო საარჩევნო კომისიები ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 6.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილე                                                               ა. ღონღაძე

კომისიის მდივანი                                                                              გ. ჩალაგაშვილი