„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.026.017209
32
28/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010340000.22.026.017209
„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ბრძანება №32

2024 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №14 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.026.016705) დამტკიცებულ სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-13 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას დაღუპული ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სამხედრო პატივის მიგების სარიტუალო ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებას.“.

3. მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას გარდაცვლილი/დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას ორგანიზებას უწევს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი თავდაცვის ძალებში შემავალის შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.“.

4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით დადგენილი წესით ხორციელდება სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას გარდაცვლილი/დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტის თვითმფრინავში ჩასვენება. ამ შემთხვევაში სამგლოვიარო მელოდია სრულდება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და კუბოს გადამტანებს შეიძლება ეცვათ სამხედრო ფორმის ტანსაცმელი ან ჩოხა-ახალუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაიღუპა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას ან გარდაიცვალა ამ ოპერაციაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი