დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01- 132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017134 |
|
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01- 132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
მუხლი 1 |
„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან /და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ-№322 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2020, 470230000.22.035.016823) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული: |
1.
„სამკურნალო /ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სამკურნალო /ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან
შენიშვნა: „*“-თი აღნიშნულ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლიდან გათავისუფლება შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელთა დასახელებაც ფრჩხილებშია ჩასმული.“.
|
2.
„სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის: |
ა)
„ა“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;“; |
ბ)
„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;“; |
გ)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 9025 19 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;“; |
დ)
„ლ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი;“.
|
3.
„ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3 ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან
.“. |
4.
„საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 3822 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;“; |
ბ)
„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 4015 12 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნიტრილის ხელთათმანები;“; |
გ)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 9025 19 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;“; |
დ)
„ლ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ა) 3822 19 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ნერწყვის/ნაცხის შესაგროვებელი აპლიკატორის რეაგენტი;“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები