„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 24/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017081
40
15/02/2024
ვებგვერდი, 15/02/2024
010210040.08.002.017081
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №40

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პროტოკოლის სამსახური;

ბ) კომუნიკაციის სამსახური;

გ) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ზ) საფინანსო სამსახური;

თ) შესყიდვების სამსახური;

ი) ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახური.“.

2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე ან მოადგილეები. ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ხელმძღვანელის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე, რომლის ფუნქციადაც განსაზღვრულია ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება.“.


მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2024 წლის 24 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი