ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016845
1-1/65
14/02/2024
ვებგვერდი, 14/02/2024
300300000.22.024.016845
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/65

2024 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება: 

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ6 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ჰ7-ჰ12 ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

7) სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებელი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილების შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შერჩეული პირი;

8) პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებელი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით განსაზღვრული მწარმოებელი;

9) მხარდაჭერის პერიოდი – სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის შემთხვევაში, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული მხარდაჭერის პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით, ხოლო პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებლის შემთხვევაში, მხარდაჭერის პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით;

10)ემოთავაზებული ტარიფი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილების საფუძველზე, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ტარიფი;

11) პრემიალური ტარიფი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი;

12) ზღვრული ფასი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის № 403 დადგენილების შესაბამისად დადენილი ფასი, რომლის ოდენობა 1 კვტ/სთ ელექტროენერგიისთვის შეადგენს 0.055 აშშ დოლარს. 

2. მე-13 მუხლის:

ა) 54 პუნქტის შემდეგ დაემატოს 55 და 56 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„55. სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას“;

56. პრემიალური ტარიფის მქონე მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, 52, 54, 55 და 56 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.

3. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი, 11, 12, 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის 22, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“;

„22 . ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი, 11, 12, 14 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის 21, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“; 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11 , 12, 14, 21 და 22 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“;

გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების შედეგად (ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის გარდა) წარმოქმნილი საკურსო სხვაობის შემოსავალს ან/და ხარჯს, რომელიც საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მოხდა სხვაობის ფაქტობრივად აღიარება.“;

დ) დაემატოს 32, 33, 34 და 35 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„32. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, 101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც შემოთავაზებულ ტარიფსა და ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.

33. ამ წესების მე-13 მუხლის 55 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის 21 და 32 პუნქტების საფუძველზე.

34. ამ წესების მე-13 მუხლის მე-9, მე-10, მე-101 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფასის ფორმირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ითვალისწინებს საკომპენსაციო თანხას, რომელიც განისაზღვრება როგორც ზღვრულ ფასსა და ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ ფასს შორის დადებითი სხვაობის ნამრავლი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტის საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.

35. ამ წესების მე-13 მუხლის 56 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მწარმოებელთან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შესაბამის საანგარიშო პერიოდში ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის 22 და 34 პუნქტების საფუძველზე.“.

4. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე–24-ე პუნქტები:

„21. 2024 წლის იანვრის თვეში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის.

22. 2024 წლის იანვრის თვეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 

ა) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ 2024 წლის იანვრის თვეში ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგია;

ბ) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის იანვრის თვეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული და ენგურჰესის ჰიდროელექტრსოადგურის მიერ შესყიდული ელექტროენერგია;

გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოცულობის ზემოთ დარჩენილი რაოდენობის დაფარვა ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2024 წლის იანვრის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიით, ბაზრის წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

23. სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის მოცულობა განისაზღვრება, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და რუსეთის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე, ხოლო რუსეთის შესაბამისი ტექნიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული აქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ოპერატიული მონაცემების, მათ შორის, SCADA-ს/აღრიცხვის სისტემების მონაცემებით, შედგენილი ცალმხრივი აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე.

24. ამ მუხლის 21-ე-23-ე პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2024 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელიგურამ გურამიშვილი