დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 21 თებერვლის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 14/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016124 |
|
„საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 21 თებერვლის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 21 თებერვლის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 22/02/2022, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016074) დამტკიცებულ საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუშაო დრო, როგორც წესი, განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-22 პუნქტები: „21. პროკურატურის თანამშრომლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელისა და უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, პროკურატურის თანამშრომლის სამუშაო დრო შესაძლოა განისაზღვროს 09.00 სთ-დან 18.00 სთ.-მდე. 22. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, ამავე პუნქტით დადგენილი წესით, მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ, შეიცვალოს სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები