„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.024421
29
13/02/2024
ვებგვერდი, 14/02/2024
480180000.10.003.024421
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2024 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 26 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე