„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016722
15
13/02/2024
ვებგვერდი, 13/02/2024
010250050.35.137.016722
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 13 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით სწავლის დაფინანსების წესი დანართი 3-ის შესაბამისად.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით სწავლის დაფინანსების წესი“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი სტუდენტის ფინანსური დახმარება.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი  4. სამშენებლო  ან  არქიტექტურის  ფაკულტეტის  სტუდენტთა  ფინანსური  დახმარების  მიზნით,  სწავლის გადასახადის დაფინანსება.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი