დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016720 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2022 010250050.35.137.016581), კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი 1. ბენეფიციარი ოჯახის/პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება განხორციელდება ყოველწლიურად ბენეფიციარის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი ან/და კომისიის მიერ გამოთხოვილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: ა) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების მონაცემების შესახებ; გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სხვა დოკუმენტი რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს ამ წესის 4-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად. 2. ბენეფიციარი ოჯახის/პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით კომისია უფლებამოსილია წლის განმავლობაში პერიოდულად ადგილზე გადაამოწმოს ბენეფიციარი ოჯახი/პირი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები