“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 05/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.595
  • Word
664
01/08/2005
სსმ, 92, 05/08/2005
200.220.010.22.033.007.595
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.595

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №664

2005 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) რეგიონალურ საბაჟოს ,,დასავლეთი” _ ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, შუახევის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუდგიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მესტიის რაიონები”.

2. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაინტერესებული პირის თხოვნითა და ხარჯით, მიმართვის საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი თანხმობით, საბაჟო გაფორმება შეიძლება განხორციელდეს განცხადებაში მითითებულ ადგილზე”.

3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი თანხმობა არაა საჭირო მუდმივ და დროებით საცხოვრებლად გადაადგილებულ პირთა, დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა, დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) კუთვნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და გრანტით შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმებისას”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი