დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.137.016718 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2012 200130000.35.137.016043) კერძოდ:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის; საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი’’ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი:
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები:
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ავტოფარეხები და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები/საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები