დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2678 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 12/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016727 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2678
2024 წლის 12 თებერვალი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №21):
ა) მე-5 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ო1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ო1) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების და საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენლ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავებში სამსახურის წარმომადგენლობა, თუ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონშესაბამისობის განხილვა;“;
ბ) მე-12 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის, ასევე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მესამე პირის მიმართ წარდგენილი საგადასახდო მოთხოვნის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების, ასევე საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენლი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე სასამართლოში მიმდინარე დავებში სამსახურის წარმომადგენლობა, თუ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონშესაბამისობის განხილვა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი
დოკუმენტის კომენტარები