„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.017133
16/ნ
13/02/2024
ვებგვერდი, 14/02/2024
010240030.22.035.017133
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2024 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის  მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ  ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2018 სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.016518) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საექიმო საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 104და 1543 მუხლებისა და  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. №1 დანართით დამტკიცებული პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-7 პუნქტი:

,,7. პარამედიკოსის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას საბჭო ახდენს მოქმედი კანონმდებლობისა და №3 დანართის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) განიხილავს სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, პარამედიკოსის) საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე;“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №3 (,,პარამედიკოსის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები“)  შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

პარამედიკოსის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები

მუხლი 1. პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

1. პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას,  ,,საექიმო საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულების გათვალისწინებით.

2. პარამედიკოსის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, საბჭოს მეშვეობით.

მუხლი 2.  პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეები

1. პარამედიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია:

ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.

2. პარამედიკოსის პასუხისმგებლობის განხილვისას, საბჭო ხელმძღვანელობს ამ დანართისა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმების, ძირითადი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

3. თუ პარამედიკოსის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედებისათვის შემოსული განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

მუხლი 3. პარამედიკოსის პასუხისმგებლობა

1. პარამედიკოსის პასუხისმგებლობა არის პაციენტის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად განხორციელებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რის შედეგებზე ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარამედიკოსის საქმიანობის შესწავლის საფუძველია:

ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;

გ)  პარამედიკოსის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს პარამედიკოსი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;

ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს პარამედიკოსი რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;

ვ) პარამედიკოსის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც პარამედიკოსი მუშაობს.

მუხლი 4. პარამედიკოსის საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

1. პარამედიკოსის საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია  პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) საქმიანობის შეჩერება;

გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

3. პარამედიკოსს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.

მუხლი 5. წერილობითი გაფრთხილება

1. წერილობითი გაფრთხილება მიეცემა პარამედიკოსს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოვალეობებს.

2. თუ პარამედიკოსს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წერილობითი გაფრთხილება მიეცა სულ ცოტა 3-ჯერ, საბჭო უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით განიხილოს პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერების საკითხი.

მუხლი 6. პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერება

1. პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერება არის პარამედიკოსის დამოუკიდებელი საქმიანობის დროებითი აკრძალვა.

2. პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერების საფუძველია:

ა) კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების ან მოთხოვნების დარღვევა;

ბ) პარამედიკოსის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.

3. პარამედიკოსს საქმიანობა შეიძლება შეუჩერდეს არაუმეტეს 6 თვისა.

4. პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, პარამედიკოსის საქმიანობა განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, პარამედიკოსის განცხადების საფუძველზე.

მუხლი 7.  პარამედიკოსის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

1. პარამედიკოსის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საფუძველია:

ა) პარამედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის მოვალეობასთან;

ბ) პარამედიკოსის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციებით განსაზღვრულ ფარგლებს;

გ) პარამედიკოსის საქმიანობის შეჩერების დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე პარამედიკოსმა ვერ მოახერხა საქმიანობის შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;

დ) პარამედიკოსის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;

ე) პარამედიკოსის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

ვ) საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ იღებს საბჭო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი