დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016474 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2024 წლის 12 თებერვალი ქ. სამტრედია
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა" ქვეპუნქტის და "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 70-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: 26/12/2023 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016466), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და, დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში. |
მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 33,140.8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახადები 22,037.1 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გრანტები 8,389.4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,714.3 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯები 22,474.3 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 14,239.4 ათ. ლარით, მათ შორის: ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15,105.9 ათ. ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 866.5 ათ. ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში (ათას ლარებში)
მუხლი 10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3,572.9) ათ. ლარის ოდენობით, ხოლო საოპერაციო სალდო (-3,572.9) ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3,643.0) ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს (-70,1) ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 175.3 ათას ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 105.2 ათასი ლარი. თავი II სამტრედიის მუნიციპალიტეტის მუხლი 13. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები, ასიგნებები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზების მოვლა-პატრონობა (ორმული შეკეთება); მრავალბინიანი კორპუსების ეზოების მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზების მოხრეშვა; სანიაღვრე არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, ბოგირებისა და ცხაურების მოწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მაგრამ გრძელვადიანი საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი ითხოვს მიმდინარე (ორმული) შეკეთებას. - ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. კორპუსების ეზოები საკმაოდ არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ტრანსპორტით თუ ფეხით მოუწესრიგებელი ტერიტორიის (ეზოების) გავლით უწევთ გადაადგილება. საჭიროა მრავალბინიანი კორპუსების ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. - მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელად უწევთ ქვიშა-ხრეშოვანი გზებით სარგებლობა, გზის საფარის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყველა სოფლის შიდა გზების უმეტესობა ამ ეტაპზე საჭიროებს მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას. - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც დაგეგმილია გზის კაპიტალური სამუშაოები, მოსაწყობია ახალი ბოგირები და ცხაურები. - პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგომარეობის შენარჩუნება.
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო სარგებლობის ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. აქედან გამომდინარე, ქ.სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ფასადების, სადარბაზოების, სარდაფების, სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციას საჭიროებს. 1.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯების დაფინანსება, ასევე, განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოწყობა-მომსახურება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მაღალმთიან ზონაში) არსებული წყლის სისტემები მოითხოვს რეაბილიტაციას და ასევე უნდა მოეწყოს ახლი სისტემები. სასმელი წყლის რეზერვუარები გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს აღდგენას 1.2.3 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის განათების მომსახურება და საახალწლო-საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებების შეძენა, ასევე არსებული განათებების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა.
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, რომელიც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის იერსახეს.
პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. 1.3.2 სკვერების მოწყობა და კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების განახლება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორებისა და ატრაქციონების მოწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ქალაქის იერსახესა და შეუქმნის მოსახლეობას დასვენებისთვის კომფორტულ პირობებს. რეაბილიტირებული სკვერები და გაზონები, უზრუნველყოფს იერსახის გაუმჯობესებას და დასვენებისა და გართობისათვის შესაფერისი გარემოს შექმნას. 1.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 02 04) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად.
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივ ფერმერთათვის აგროტურების მოწყობას, რომლის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა. 2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების აღწერა და მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: 2.1 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა-დასუფთავებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მის გატანას, აგრეთვე, სანიაღვრე და საწრეტი არხების დანალექებისაგან გაწმენდა-გატანას, გარე განათების ქსელების მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, ესთეთიკურად ლამაზი ქალაქი, განათებული მუნიციპალიტეტი, ქალაქის გაწმენდილი არხები ბუნებრივი ნალექისგან. 2.2 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ქალაქის იერსახის გაუმჯობესება არსებული სკვერების, პარკების კეთილმოწყობით, სანერგე მეურნეობის მოწყობა-ექსპლოატაციით, მწვანე ნარგავების მოვლით. აგრეთვე, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პარკების სანიტარული დაცვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პანთეონების და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება. 2.3 დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: დასუფთავების ღონისძიებები - სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00 ) პროგრამის აღწერა და მიზანი: მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, პროგრამაში შემავალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უმთავრესი მიზანია ახალი თაობის აღზრდა თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სკოლის გარეშე დამატებითი განათლების უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო და ბაგა-ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1300 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე, განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია.სკოლამდელი გაერთიანება მოწოდებულია და მიზნად ისახავს მოამზადოს ბავშვი ფიზიკურად, ჩამოაყალიბოს მორალურად და ინტელექტუალურად. ბაღების გაერთიანება აქტიურად მუშაობს თემატური პროექტების, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ამასთან, ხელს უწყობს შშმ ბავშვთა ჩართულობას სასაწავლო პროცესში. სკოლამდელი აღზრდა ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. 3.2 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ ფესტივალ - კონკურსებში, ემსახურება მომავალი თაობების ინტელექტუალურ, ესთეტიკურ-ზნეობრივ აღზრდას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი უზრუნველყოფს ახალგაზრდების თვითრეალიზაციისთვის საჭირო გარემოს შექმნას. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, ახალგაზრდული საქმიანობა ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურეობრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობას და ინტეგრაციას. ელექტრონული სერვისების დანერგვა- განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფრომირებას სხვადასხვა პროექტების შესახებ, რაც გაზრდის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობას. სკოლისგარეშე არაფორმალური დამატებითი განათლება გახდება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის (ნებისმიერი ახალგაზრდისთვის 6-დან 18 წლამდე). 3.3 სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და სპორტული მოედნების მშენებლობა და რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვდასხვა სახეობების ხელშეწყობა. პროგრმის ფარგლებში ხორციელდება:
მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორცილედება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება წლიური საწრთვნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისთვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა. 2024 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: • ა(ა)იპ საცხენოსნო სპორტული კლუბი; • ა(ა)იპკომპლექსური სპორტული სკოლა; • ა(ა)იპ საფრენბურთო კლუბი „ჯიკო ”; • ა(ა)იპ ხელბურთელთა კლუბი „სამტრედია”; • შპს სპორტული კომპლექსი „სამტრედია ”; • ა(ა)იპ რაგბის კლუბი „ფენიქსი“; • ა(ა)იპ საჭიდაო კლუბი „ფალავანი". 4.1.2.1 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "საცხენოსნო სპორტული კლუბი" (პროგრამული კოდი 05 01 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საცხენოსნო სპორტული კლუბი მუნიციპალიტეტში ინარჩუნებს ცხენოსნობის უძველეს ეროვნულ სახეობებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს ორთოპედიული დაავადებების მქონე პირებს. გარდა ამისა, ქმნის საჭირო პირობებს ახალგაზრდა ცხენოსანი სპორტსმენების განვითარებისთვის, რათა სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბი კვლავ მრავალჯერ იყოს საქართველოს ჩემპიონი. იგი ერთადერდი საცხენოსნო კლუბია იმერეთის რეგიონში. 4.1.2.2 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "კომპლექსური სპორტული სკოლა" (პროგრამული კოდი 05 01 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სკოლის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა და მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ტრადიციების შენარჩუნება-გაძლიერება. ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობათა ჯგუფებში. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან სპორტის სუბსიდირების თვალსაზრისით დაფინანსება, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა გამოავლინონ მათი სპორტული შესაძლებლობები. 4.1.2.3 ა(ა)იპ " საფრენბურთო კლუბი ჯიკო" (პროგრამული კოდი 05 01 02 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: "საფრენბურთო კლუბი ჯიკო"-ს მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში ქალთა გუნდური სახეობების და საზოგადოების ჯანსაღი წესით ცხოვრების პროპაგანდა, მოზარდ თაობებში მისი დამკვიდრება და პოპულარიზაცია. ინტენსიური მზადება ფრენბურთელ ქალთა გუნდ „ჯიკო“-ს სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. კლუბის მთავარი ამოცანა კონკურენტუნარიანი სპორტსმენების მიწოდებაა როგორც საქართველოს ეროვნული, ასევე ახალგაზრდული ნაკრები გუნდებსითვის. 4.1.2.4 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "ხელბურთელთა კლუბი სამტრედია" (პროგრამული კოდი 05 01 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელბურთის განვითარების ხელშეწყობა, მომავალი თაობის ჯანმრთელი და სწორი მიმართლებით განვითარება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ვაჟებსა და გოგონათა შორის. საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ჩემპიონატებში და ტურებში მონაწილეობა, არსებული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი წარმატებების მოპოვება, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოების ჯანსაღი წესით ცხოვრების პროპაგანდა, მოზარდ თაობებში მისი დამკვიდრება და პოპულარიზაცია, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა. 4.1.2.5 შპს "სპორტული კომპლექსი სამტრედია" (პროგრამული კოდი 05 01 02 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სპორტი ერთერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობასა და მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედიას“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“ არის სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის, სპორტული დარბაზის, საცურაო აუზის, მინი საფეხბურთო მოედნების და მისი მიმდებარე ტერიტორიების დროებით მოსარგებლე. მისთვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამ ტერიტორიის მოვლა შენახვა და მოსწავლეთათვის, შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს სპორტსმენთათვის, ქალაქისა და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს ძირითად საქმიანობაში შედის საცურაო აუზით, საფეხბურთო მინი მოედნებით, ცენტრალური საფეხბურთო მოედნითა და სპორტული დარბაზით მომსახურეობა. მისი მიზანია მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა მოზარდი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში. ცენტრალური საფეხბურთო მოედანი სამტრედიის მუნუციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად უფასოდ ემსახურება საფეხბურთო სპორტულ კლუბ სამტრედიას და სპორტული სკოლის აღსაზრდელებს. ეხმარება და უზრუნველყოფს მათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და მათი ვარჯიშისა და მატჩებისთვის საუკეთესო პირობებით. მისი მიზანია, ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, ასაკობრივი საფეხბურთო გუნდების ყოლა, რათა რაც შეიძლება მრავლად ჩაერთოს სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მოსწავლე ახალგაზრდობა. საცურაო აუზი ძირითადად დატვირთულია მაისის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, ცურვის სპეციალისტები და მასაჟისტი ემსახურება სქოლიოზით დაავადებულ მოზარდებს. ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები და ტარდება სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებები. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ მოედნის პირობები აკმაყოფილებდეს, ნებისმიერი ლიგის სტანდარტებს. სპორტულ დარბაზში, ტარდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 4.1.2.6 ა(ა)იპ „რაგბის კლუბი ფენიქსი“ (პროგრამული კოდი 05 01 02 06) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რაგბის "გუნდი ფენიქსი"-ს მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, მომავალი თაობის ჯანმრთელი და სწორი მიმართულებით განვითარება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ვაჟებს შორის. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. აგრეთვე საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ გამართულ ჩემპიონატებში და ტურნირებში მონაწილეობა, არსებული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი წარმატებების მოპოვება, წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდების კანდიდატების მომზადება. სპორტული ღონისძიებათა კალენდარის შემუშავებითა და შესრულებით სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა. ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა. 4.1.2.7 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბი "ფალავანი" (პროგრამული კოდი 05 01 02 07) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: "საჭიდაო კლუბი ფალავანი"-ს ძირითადი მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა ჭიდაობის შესწავლაში, აგრეთვე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ნაკრები გუნდებისათვის რეზერვების მომზადება, საწრთვნელი პროცესის ორგანიზება, მატერიალურ-ტექნიკური და საწრთვნელი ბაზის შექმნა, სამინისტროებისა და სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს, ევროპის პრიზიორებსა და ჩემპიონებს ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და დიდებს შორის წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით სტიპენდიის გაცემას. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: სკოლების მიზანია ცოდნის მიცემა მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განათლებულ-კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოვლენას, მოზარდთა მხატვრული აზროვნების, გემოვნებისა და წარმოსახვის უნარის ჩამოყალიბებას, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მოზარდთა მომზადება კონკურსებისათვის და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლისათვის. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
4.2.1.1 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, როგორიცაა საფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, საყვირი, ხალხური საკრავები, საესტრადო. ირიცხება 214 მოსწავლე, მათ შორის 157 გოგონა და 57 ვაჟი. 4.2.1.2 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 130 მოსწავლე, მათ შორის 45 ვაჟი და 85 გოგონა. 4.2.1.3 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 52 მოსწავლე. 4.2.1.4 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებშიფინანსდება ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები სკოლაში ირიცხება 85 მოსწავლე, მათ შორის 17 ვაჟი და 68 გოგინა. 4.2.1.5 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 114 მოსწავლე, მათ შორის 80 გოგო და 34 ვაჟი. 4.2.1.6 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 06) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 73 მოსწავლე, მათ შორის გოგო - 50 და ვაჟი - 23. 4.2.1.7 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეა (პროგრამული კოდი 05 02 01 07) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეას ძირითადი მიზანია პირობები შეუქმნას სამტრედიაში მოღვაწე მხატვრებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. ამავე დროს მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს ეროვნული კულტურის მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. მხატვართა დაინტერესებისა და სტიმულირებისთვის მოეწყოს გამოფენა-გაყიდვები. სამხატვრო სკოლა-გალერეას ამოცანა ხელოვანთა შემოქმედების პროპაგანდაა. განახლდება გალერეაში არსებული ფერწერული ტილოების ფონდი, რაც გულისხმობს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების შეძენას და ამავდროულად, ფონდში დღემდე დაცული რამდენიმე ფერწერული ტილოს აღდგენა-რესტავრაციას. 4.2.2 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო მოღვაწეობის, დასვენებისა და გართობის უზრუნველყოფა, ახალი თაობის აღზრდა სახელოვნებო სფეროში; თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური საქმიანობის ხელშეწყობა; სოფლებში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება; თანამშრომლობა ადგილობრივი და მეზობელი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 4.2.3 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საბიბლიოთეკო გაერთიანება“ აერთიანებს 10 ბიბლიოთეკას, რომელიც ემსახურება 6689 მკითხველს. იგი ორიენრიტებულია ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას და აღზარდოს წიგნიერი თაობა. საბიბლიოთეკო გაერთიანება მუშაობს საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგიზაციის მიმართულებით. მიზანია მოსახლეობის მომსახურეობა საბიბლიოთეკო ფორმებით და მეთოდებით, ახალი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან და სხვა. 4.3 შპს „სამტრედიის მაცნე” (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. შპს ” სამტრედიის მაცნე ” მიზანია სტაბილურად გამოცემის უზრუნველყოფა და მოსახლეობაზე მიწოდება, ამავე დროს უზრუნველყოფს პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული და შემოქმედებითი საკითხების გაშუქებას. გაზეთი „სამტრედიის მაცნე“ ორიენტირებულია გამოხატოს საზოგადოებრივი ინტერესი, გააშუქოს საზოგადოების საჭირბოროტო საკითხები, იყოს ობიექტური და მკითხველამდე სწორად მიიტანოს არსებული მდგომარეობა. 4.4 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "საინფორმაციო ცენტრი" (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საინფორმაციო ცენტრის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რისთვისაც შექმნილია საინფორმაციო ყუთი და ცხელი ხაზი. მის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.samtredia.com.ge) განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების შესახებ, ასევე, კულტურული და საზოგადოებრივი საკითხები, პერმანენტულად შუქდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალი ამბები. მისი მიზანია ურთიერთობა ახალგაზრდებთან და არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობა. საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს სოციალურ პროექტებს. 4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.5.1 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების დაფინანსებას. ახალგაზრდების სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით მათ დაფინანსებას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გრანტის მფლობელთა წახალისებას; სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარების გაწევას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღიონიძიებების ორგანიზება-დაფინანსებას, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება-დაფინანსებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას, ასევე ქვეპროგრამის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივებისა და სხვადასხვა პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენას, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას. 4.5.2 კულტურის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ფესტივალებში, გამოფენებში, კონკურსებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, კულტურული პროექტების თანადაფინანსებას, წარმატებული, ღვაწლმოსილი, დამსახურებული ადამიანების წახალისება დაჯილდოებას, წარმოჩენას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმნიშვნელი საინფორმაციო ნიშნულების დამზადებას, სამტრედიის ღირშესანიშნაობების ამსახველი ბუკლეტების დამზადებას, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გასვლითი ტურების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგამოფენო სტენდების დამზადებას. მუზეუმის პოპულარიზაციის კუთხით სხვადასხვა აქტივობების გამართვას, მუზეუმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავას, ღონისძიებებში ადგილობრივი საჯარო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, კულტურის ცენტრის, მუსიკალური და სახელოვნებო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების აქტიურ ჩართულობას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვსაა და შენარჩუნებას. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებში დასწრებისა და მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. 4.6 ხონი-სამტრედიის ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 4.7 კულტურის დაწესებულებათა მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის დაწესებულებათა მშენებლობა-რეაბილიტაცია. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამის აღწერა და მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ა(ა)იპ საზოგადოებრივი "ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი" (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება ააიპ „სახლი თანადგომისათვის“ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მრავლადაა გაჭირვებული ოჯახები, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებლობის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ფორმით მატერიალური დახმარების გაწევა. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიზიკური შესაძლებლობა, არიან მარტოხელები, დავრდომილები, ინვალიდები, უსახლკარონი, ის პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმწეოთა კატეგორიას და არ გააჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში იკვებონ თავისი შემოსავლით, მათთვის ყოველდღიურად (გარდა კვირისა) სადილით უზრუნველყოფა (დღეში ერთხელ) უმწეოთა სასადილოში. ამ კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცემა 2-3 ცალი პური კვირაში ერთხელ. პური გაიცემა სულადობის მიხედვით. ამ პროგრამის მოქმედებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხვრებ უმწეოთა დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო საშუალებით. აგრეთვე, პროგრამაში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბინაზე მოემსახურებათ დავრდომილებსა და ღრმად მოხუცებულებს. 5.3 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. სათნოების სახლში ხშირად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. წოველ წელს მატულობს მნახველთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მობინადრეთა ცხოვრებით და მათი ჯანმრთელობით 5.4 დედათა და ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: ახალშობილთა დახმარება
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 ან მეტი შვილი 18 წლამდე) ფულადი დახმარება ითვალისწინებს მრავალშვილიან მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარი თითოეულ ბავშვზე). 5.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს: 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება 1.მოქალაქეთა სამედიცინო დაფინანსება - მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებების ქირულგიული და კონსერვატიული მკურნალობა , სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურები; ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, 1.00 დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით; გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000 ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100 დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, არაუმეტეს 500 ლარის, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, 1.00 დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით. ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით. გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 100 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %, მაქსიმუმ 300 ლარით 800 ლარის ზემოთ 400 ლარით. დ) PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევა დაფინანსდება 500 ლარით. 2. მარტოხელა მშობლების დახმარება. 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს) 3. სტუდენტების დახმარება
ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან. ბ)მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათ. სარეიტინგო ქულა. 2. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ იშვიათი (საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) დაავადებები და სისტემატურად საჭიროებენ მკურნალობას, ასევე „ავთვისებიანი სიმსივნეები რომლებიც ვლინდება ახალგაზრდა ასაკში“ და ხანგრძლივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას, ყოველთვიურად გაეწევათ 400 ლარიანი დახმარება; ა) დედ-მამით ობოლი ოჯახებიდან. ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტიშვილიანი) სოციალურად დაუცველ ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000- ჩათ. სარეიტინგო ქულა. დ) მარტოხელა მშობლების შვილები. 4. უდედმამობავშვების დახმარება მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი:
5. ხანდაზმულთა დახმარება
6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება;
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
7. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა და გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ფინანსური 300 ლარიანი დახმარება 26 აპრილს 8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება; ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების დახმარებას თითოელისათვის 200 ლარი ყოველთვიურად; 9. ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით , დიაბეტით დაავადებულ და დაუნის სინდრომის ბავშვთა ფინანსური დახმარება. 1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; 2. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით; 3. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 4. დიაბეტით დაავადებულ ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი(საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 199/ნ 2001 წლის 14 მაისი, იშვიათი დაავადებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ) (18 წლამდე) დაავადებების ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით.ს ოდენობით. 10. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას - 1 000 ლარით; 11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება;
4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით; 5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით; 6. ონკოლოგიური სენით (III და IV სტადია) დაავადებული მოქალაქეები ერთჯერადად დაფინანსდება 200 ლარით. 12. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; 1. მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე( ბინაზე ) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500-5000 ლარი. ა) დაეწვათ, კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად, საყოფაცხოვრებო ნივთებით -5 000 ლარი. ბ) დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართული - 4 000 ლარი. გ) დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთებით - 3 000 ლარი. დ) დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე -2000 ლარი. ე) დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) -1000 ლარი ვ) დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით-2000 ლარი ზ) დაეწვა დამხმარე ნაგებობა სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში -1000 ლარი. თ) დაეწვა დამხმარე ნაგებობა სადაც არ ცხოვრობს - 500 ლარი. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრები, ოჯახები, რომლებიც წარმოადგენენ რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას), უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჯანმრთელობის მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ. სიმძიმის მიხედვით 100-დან 1000 ლარის ჩათვლით: ა) არის მარტოხელა, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, შშმპ , შეჭირვებული- 100 ლარი. ბ) არის მარტოხელა, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, არა აქვს საკუთარი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში-150 ლარი. გ) წარმოდენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100 -150 ლარი. დ) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100, დაავადებულია რამოდენიმე ქრონიკული დაავადებით -200 ლარი. ე) წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100, აქვს უმძიმესი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები-300 ლარი. 3) არის შშმ პირი, მრავლშვილიანი (3 და მეტი) ოჯახი, რომლებსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობენ სხვის ბინაში -500 ლარი. ზ) ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა- 1000 ლარი. თ) ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოს ჩატარებას - 500 ლარი. განსაკუთრებულ შემთხვევაში 1000 ლარი 13. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება -ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000-მდე 14. წითელი ჯვრის თანადაფინანსება (“საქმიანობათა ცენტრი სამტრედიაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის”) - კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება), რაც გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური რეაგირებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), წვრთნას/სწავლებას, სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას. - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და თემებში. ასევე სისხლის უანგარო, ნებაყოფლობითი დონაციის პროპაგანდის მეშვეობით სისხლის დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის შევსებას, იმუნიზაციის გზით ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურ დაცვას მართვადი დაავადებებისაგან, საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის პანდემიებისთვის მზადყოფნას, ეპიდემიური კონტროლის, წყლის ჰიგიენისა და სანიტარიის, მასობრივი საგანგებო სიტუაციებიის მართვის, პირველი დახმარებისა და ფსიქოლოგიური პირველი დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თემის დონეზე საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გაუმჯობესებას; - სოციალური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას. - ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გავნვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევები. 15. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 1. დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 2024 წლის განმავლობაში თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი) და ასევე ტრანსპორტირების დაფინანსება, ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება მათ ანგარიშზე. თანხა თვეში არაუმეტეს 1 050 ლარისა. 16. სოციალურად დაუცველი და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა. განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა 300 ლარის ოდენობით. 17. სამკერვალო საწარმო „გვირილა“-ში დასაქმებულ შშმ ქალების დახმარება ტრანსპორტირების კუთხით. 18. სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხარჯები; 19. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები 20. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია.
21. მოწყვლადი ოჯახების ფინანსური დახმარება. 1. ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა, რომლებიც მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე - 200 ლარი. 2. ქალთა და მამაკაცთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა. ოჯახის წევრებს შორის გამოვლენილი ძალადობა - 200 ლარი. 3. უკიდურესად სიღარიბეში ყოფნა. ოჯახის წევრების უუნარობა, საკვების, პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების უქონლობა. უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში ყოფნა. ხანდაზმულობა (თანადგომის ქსელის არ ყოლა) - 200 ლარი. 22. ახალდაქორწინებული ოჯახების წახალისება. პროგრამა ითვალისწინებს სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. პროგრამით ისარგებლებს ახალდაქორწინებული წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი მაინც ქორწინების რეგისტრაციისათვის ირიცხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 120000–ს და შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ ერთჯერადად 500 (ხუთას) ლარს; 23. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა ამოცანები: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შემოსული განცხადებების განხილვა. ბავშვისა და ოჯახის შეფასება. ბავშვის/ბავშვების საჭიროების დადგენა. გრძელვადიანი ან მოკლევადიანი გეგმის დაწერა, საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის გადამისამარება შესაბამის უწყებაში, დამხმარე სერვისებში პრობლემის აღმოფხვრისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით. ოჯახის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა. სამიზნე ჯგუფი: ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახები, რომელთაც დაუდგათ მძიმე კრიზისული მდგომარეობა ან საჭიროებენ მხარდაჭერას დროის უმოკლეს პერიოდში, შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე. დახმარება გაიცემა მატერიალური, ფულადი ან/და ადამიანური რესურსების გამოყენებით. ჩართვის კრიტერიუმები: 1. სოციალურად დაუცველი ოჯახები 2. მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება. 3. ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა(მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური). 4. ბავშვის /ბავშვების/ მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. 5. ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე. 6. სტიქია (საცხოვრებლის დაკარგვა და არ აქვს ალტერნატიული ფართი). 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან. 8. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან. 9. ძალადობის მსხვერპლი მშობელი 10. მარტოხელა მშობელი. 24. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად და მნიშვნენელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის უსინათლო პირთათვის სპეციალური ტექნიკის შეძენა. 25. ამანათების შეძენა უდედმამო ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი: (შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის) და სხვა შეჭირვებული ოჯახებისთვის. 5.6 დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის აღწერა და მიზანი: ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მრავალშვილიანი სოციალურად დაუვცელი უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება. 5.7 სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრიებული სახლდაზიანებული მოქალაქეებიის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწყვლადი ოჯახებისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას (პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 4-5 სახლის) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით. ე.წ. „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის“ ფარგლებში ოჯახები, რომელთა წევრების რაოდენობა არ აღემატება 2 პირს დაკმაყოფილდება 40 კვ.მ ფართის, რომელთა წევრების რაოდენობა არ აღემატება 5 პირს დაკმაყოფილდება 45 კვ.მ ფართის, ხოლო 6 და მეტი წევრიანი ოჯახები დაკმაყოფილდება 60 კვ.მ ფართის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით. მუხლი14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
თავი III. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. ასიგნებების დაფინანსება სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 16. ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით: 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო/არაკომერციული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. მუხლი 17. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 18. მოხელეთა პროფესიული განვითარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 43.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. მუხლი 19. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტები და საშტატო ნუსხა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 21. პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. ბიუჯეტის კვარტალური განწერა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 24. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 200.0 ათას ლარს. მუხლი 25. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 269.5 ათასი ლარი მიიმართოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მუხლი 26. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები