დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 05/35 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016061 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/49 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016174) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო) შეთანხმებით შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (მათ შორის, ცენტრები) საქართველოში და საზღვარგარეთ;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის ნიმუშების აღდგენა-შესრულებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნას ანსამბლი (გუნდი) სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტაჟიორები;“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღმასრულებელ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი), რომელიც უფლებამოსილია: ა) დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატი; ბ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურის წარდგენა; გ) აღმასრულებელი დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები