მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/32741-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 09/02/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/32741-23
09/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე № 2/ 32741-23 330213123006814469

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2024 წლის  9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი


განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი შპს „ნერგები“ (ს/ნ 224071028)

  შპს ,,ნერგების“ (ს/ნ 224071028) დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906)

 მოთხოვნა შპს „ნერგები“-ს მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ნერგების“ (ს/ნ 224071028) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

  გამოარკვია:

2023 წლის 24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „ნერგები“-ს წარმომადგენელმა/ ხელმძღვანელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ნერგები“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა. 2023 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნერგები“-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2023 წლის 28 ნოემბერს (17:11 წთ-ზე). ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2023 წლის 15 დეკემბერს. 2023 წლის 01 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მომართა კერძო საჩივრით სსიპ შემოსავლების სამსახურმა. 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2024 წლის 08 იანვარს მიღებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან არცერთ კრედიტორს სასამართლოსთვის არ მოუმართავს ერთი თვის ვადაში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, შპს „ნერგები“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „ნერგები“-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

  დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ნერგები“ (ს/ნ 224071028) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ნერგების“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში .

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე    არჩილ კოჭლამაზაშვილი