„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.124.016488
3
09/02/2024
ვებგვერდი, 09/02/2024
010250040.35.124.016488
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2024 წლის 9 თებერვალი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის (საკრებულოს უფლებამოსილება):

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი დ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 1061 შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირების ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და შეფასება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა იყოს წელიწადში ერთხელ მაინც ელექტრონული ფორმით“;“

ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შმოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების, მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება“;“

გ)  მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ბავშვთა  დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცება“;“

დ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ პუნქტები:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით, იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“;“

ე) მე-14 პუნქტის (სამხედრო ვალდებულების მოხდისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში)

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში“;

ე.ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე