დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017206 |
|
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017204) დამტკიცებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული) და დადგენილების ფორმების შევსების წესში (დანართი №5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 166-ე, 1711, 1941 (გარდა სამშენებლო საქმიანობისა), 1981 მუხლებით, 1971 მუხლის მე-2 ნაწილით, აგრეთვე 1973 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;“. ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ის მოსამსახურეები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1963, 1966, 1967, 198-ე მუხლებით, 1971 მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე 1973 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.“. ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, თუ ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე 1973 პირველი ნაწილის საფუძველზე.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1967 მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილით, აგრეთვე 198-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილ ორგანოს განეკუთვნება შესაბამისი ოქმის შევსებაზე უფლებამოსილი პირი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები