დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით დამტკიცებულ “საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში" ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/880 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 02/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.010.22.024.007.588 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.22.024.007.588
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/880
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართელოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2005 წ., №19, მუხლი 179) დამტკიცებული ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები (გარდა ,,ტ” ქვეპუნქტისა) წარდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლის სახით”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები