„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016645
4
07/02/2024
ვებგვერდი, 08/02/2024
020080130.35.162.016645
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2024 წლის 7 თებერვალი

ქ. ახმეტა

„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2023,  სარეგისტრაციო კოდი: 020080130.35.162.016625) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 2093 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (შემდგომ – „ნარჩენების მართვის კოდექსი“) 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს (გარდა 431, 432, 465, 466, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილება მიენიჭოს ზედამხედველობის  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს.“;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ზედამხედველობის სამსახურის და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოსამსახურე.“.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ზედამხედველობის სამსახური და ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ზედამხედველობის სამსახური და ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით ან „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე  მუხლის და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი