ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
05/02/2024
ვებგვერდი, 07/02/2024
010250050.35.107.016447
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/02/2024 - 24/02/2025)

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 5 თებერვალი

ქ. ჩხოროწყუ

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  8 ოქტომბრის №784  ბრძანებულების შესაბამისად,  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის   საკრებულომ   დაადგინა:

 


მუხლი 1
დადგინდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 6 თებერვლის №6 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია



დანართი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნორმატიული ფასი


მუხლი 1.

ქალაქ ჩხოროწყუში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  არის ქალაქ ჩხოროწყუს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს (რადგან ჩხოროწყუში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 140-ს.

მუხლი 2.

პირველი პუნქტის მიხედვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ცენტრში  ქალაქ ჩხოროწყუში მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,3

1,0

0,24

140

10,08

მუხლი 3.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრის  ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილის ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,04 ლარს.

მუხლი 4.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,52 ლარს.

მუხლი 5.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ჩხოროწყუში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,04 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება   მე-3 და მე-4 მუხლებში   აღნიშნული წესი.