საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016853
2-209
23/02/2024
ვებგვერდი, 26/02/2024
360160000.22.023.016853
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-209

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

 

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

 

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივნისის №2-512 ბრძანება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია




საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და

კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში  მონაწილეობა;

დ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;

ე) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის შესახებ განცხადებების განხილვა, ბრძანების პროექტის მომზადება და სანებართვო მოწმობის გაცემა;

ვ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან (კონვენციები, მათი ოქმები და შეთანხმებები) შეერთებისა და გლობალურ/რეგიონულ პროცესებში ჩართულობის მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და ეროვნულ დონეზე მათი სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო მოსამზადებელ პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზება;

ზ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და გლობალური/რეგიონული პროცესების განმახორციელებელ მექანიზმებთან თანამშრომლობა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

თ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების, განხორციელების მონიტორინგის და შეფასების პროცესის კოორდინაცია და სხვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობა;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინაცია და ორგანიზება;

მ) გარემოსდაცვითი პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს 2 მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების/მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) წყლის სამმართველო;

ბ) ატმოსფერული ჰაერის სამმართველო;

გ) კლიმატის ცვლილების სამმართველო;

დ) მდგრადი განვითარების სამმართველო;

ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. წყლის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) წყლის რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენისთვის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვებში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასების საერთაშორისო ინდიკატორების საფუძველზე, ეროვნული ინდიკატორების განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;

ლ) წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასების საერთაშორისო ინდიკატორების საფუძველზე, ეროვნული ინდიკატორების განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება;

ლ) ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი ნივთიერებების ემისიათა ინვენტარიზაცია;

მ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

ნ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;

პ) საქართველოს ტერიტორიაზე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა;

ჟ) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განსაზღვრაში მონაწილეობა;

რ) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის შესახებ განცხადებების განხილვა და ბრძანების პროექტის მომზადება;

ს) ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადება;

ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. კლიმატის ცვლილების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადება და პერიოდული განახლება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ვ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) „სათბურის გაზების“ ემისიების შემცირების მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მექანიზმების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

თ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია, დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით;

ი) „სათბურის გაზების„ ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულების კოორდინაცია და ანგარიშის შესაბამისი კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;

კ) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და „სათბურის გაზების“ ემისიების შემარბილებელი ტექნოლოგიების ანალიზი, მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით;

ლ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კლიმატის ცვლილების მიმართულებით საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

პ) კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. მდგრადი განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) გარემოს დაცვასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესის ხელშეწყობა/კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან შეერთებისა და გლობალურ/რეგიონულ პროცესებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

ე) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მრავალმხრივი ხელშეკრულებების ეროვნულ დონეზე სავალდებულოდ აღიარებისთვის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და პროცესებში მონაწილეობისათვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურული ღონისძიებების განხორციელება/კოორდინაცია;

ვ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროცესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, შესრულებაში მონაწილეობა;

ზ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროცესების განმახორციელებელი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში არსებულ ორგანოებსა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა და მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი ნაწილების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების, განხორციელების მონიტორინგის და შეფასების პროცესის კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება;

გ) სამინისტროს დარგობრივი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა მათ მიერ შესამუშავებელი პოლიტიკის დოკუმენტების გარემოსდაცვითი ნაწილის მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;

ე) სამთავრობო პროგრამის და მისი განხორციელების გეგმის გარემოს დაცვის ნაწილის შემუშავებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;

ვ) სხვა ეროვნული გარემოსდაცვითი შეფასებითი დოკუმენტების და საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეფასებითი დოკუმენტების საქართველოს ნაწილის შემუშავების კოორდინაცია;

ზ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების ეროვნულ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო კვლევებისთვის ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია;

თ) მოთხოვნის შესაბამისად, საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია გარემოს დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისა და გეგმების შესახებ;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.