დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016854 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბრის №2-1385 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/09/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016691) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების“: 1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაცული ტერიტორიების პოლიტიკის სამმართველო;“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველო.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ტყის ეროვნული აღრიცხვის უზრუნველყოფა;“. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;“. 6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; ბ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელებაში მონაწილეობა; გ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაციაში მონაწილეობა; დ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; ე) ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ვ) განხორციელებული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; თ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა; ი) სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; კ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში და ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებასა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან საქართველოს ბიომრავალფეროვნების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ინდიკატორების განახლებისა და მათი კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალურ ჩარჩოსთან ჰარმონიზების პროცესის კოორდინაცია; ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშგებაში მონაწილეობა; ო) სამინისტროსთან არსებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარის კოორდინაცია; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები