ქალაქ ჭიათურაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ჭიათურაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-73. 73240332
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016022
გ-73. 73240332
02/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
000000000.00.129.016022
ქალაქ ჭიათურაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-73.73240332

2024 წლის 2 თებერვალი

ქ. ჭიათურა 

ქალაქ ჭიათურაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ  მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას  სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის  საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

ქალაქ ჭიათურაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: ნინოშვილის ქ.№7) წინ მდებარე სკვერს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

მუხლი 2

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 3

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                          დავით ლაბაძე