დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017139 |
|
,,ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლის: |
1.
მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში, დაბალი რისკის ქალებში: ა.ა) საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ≤24% (რობსონის კლასიფიკაციის მიხედვით პირველი ჯგუფი); ა.ბ) საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის ≤40%, და III დონის დაწესებულებებში - ≤45%; ა.გ) 39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში ≤40%; ა.დ) საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია (≥0,1%).”. |
2.
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„51. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელთანაც გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >750-ზე (დასაშვები ცდომილება ≤5%). 52. ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტების დარღვევა ითვლება პერინატალური რეგიონალიზაციის დონის გაუქმების/ცვლილების საფუძვლად. კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საკითხი განსახილველად გადაეცემა საკოორდინაციო ჯგუფს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები